რა არის ტვინის შერყევა?

0
572
რა არის ტვინის შერყევა?
#post_seo_title

ტვინის შერყევა: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები 

რა არის ტვინის შერყევა?

ტვინის შერყევა — ეს ტვინის რღვევაა, რომელიც დროებით არღვევს ნერვულ სისტემას. ამ მდგომარეობის დროს ტვინი შესაძლოა გავლენას განიცდიდეს სხვადასხვა მექანიზმებით: ტრავმების შედეგად მცირდება სისხლის მიმოქცევა ან ხდება ქსოვილის დაჭიმვა და დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევა უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს ხანგრძლივ ტვინის დაზიანებებს, მან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები.

ტვინის შერყევა – ხასიათდება ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევით, რაც გამოწვეულია ტრავმების შედეგად.

სიმპტომები

გონების დაკარგვა;
ღებინება;
პულსის აჩქარება და შენელება;
სუნთქვის გახშირება;
არტერიული წნევის აწევა;
თავის ტკივილი;
თავბრუს ხვევა;
კრუნჩხვები;
ყურებში ხმაურის შეგრძნება;
სახეზე სისხლის მოწოლა;
ძილის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:

თავის ქალისა და ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენი;
ენცეფალოგრაფია;
ექოენცეფალოსკოპია;
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
თავის ფუძის გამოკვლევა;
ზურგის ტვინის პუნქცია.

მკურნალობა

ანალგეტიკები;
სედატიური პრეპარატები;
საძილე საშუალებები;
სისხლძარღვების, მეტაბოლიური თერაპია;
მატონიზირებელი საშუალებები.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

წონასწორობის დაკარგვა;
ფსიქიკის შეცვლა;
კიდურების კანკალი;
პოსტტრავმული ტკივილი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

რიგი სპროტული აქტივობისას თავის დამცავი საბურავის გამოყენება;
საშიში საყოფაცხოვრებო ფაქტორების გამორიცხვა;
ავტომანქანის მართვისას ღვედის გამოყენება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ