ტენდინიტი

0
41

ტენდინიტი – წარმოადგენს მყესის ქსოვილის ანთებას, რომელიც მიმდინარეობს ან ძვალთან მიერთების წერტილში, ან კუნთისა და მყესის გადაბმის ადგილში.
 
მიზეზები

სახსრებზე ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა;
ტრავმები;
ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები;
რევმატიული დაავადებები;
მედიკამენტების მიღებისას სხეულის ალერგიული რეაქცია;
ორგანიზმის ანატომიური თავისებურებები.

 
სიმპტომები

ძლიერი ტკივილი;
მოძრაობის შეზღუდვა;
მყესის პალპაციისას გაზრდილი მგრძნობელობა;
მოძრაობის დროს ჭრიალი;
კიდურების დაწითლება;
მხრის მოძრაობის შეზღუდვა;
კიდურების მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება;
ტკივილი, რომელიც ღამით ძლიერდება და ხშირად ხელს უშლის ძილს;
სიარულის დროს სირთულეები;
ხელებით ნივთების დაჭერის პრობლემა. 

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

სხეულის კონკრეტული ნაწილების პალპაცია;
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
კომპიუტერული ტომოგრაფია;
სისხლის საერთო ანალიზი. 

 
მკურნალობა

პაციენტისთვის სრული სიმშივდის უზრუნველყოფა;
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება;
კორტიკოსტეროიდების ინექცია დაავადების ადგილებში;
ფიზიოთერაპია;
ოპერატიული ჩარევა. 

 
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს სერიოზულ გართულებებს, რაც გამოიხატება სამოძრაო აპარატის ფუნქციის დარღვევაში და ზოგადად მოძრაობისა და ელემენტარული მანიპულაციების შესრულების შესაძლებლობის არქონაში.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ვარჯიშის ან ფიზიკური დატვირთვის წინ კუნთების გახურება;
ორგანიზმის ფიზიკური გადატვირთვისგან დაცვა;
სრულფასოვანი დასვენება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ