სწორი ნაწლავის ფისტულა – დაავადება, რომელიც ახლავს ქრონიკულ პარაპროქტიტს და ახასიათებს სწორ ნაწლავზე ღრმა ფისტულების გაჩენა.
მიზეზები
მწვავე პარაპროქტიტის გართულებები;
სწორი ნაწილავის რეზექციის შემდგომი გართულებები;
სამშობიარო ტრავმები;
გინეკოლოგიური ოპერაციების გართულებები;
სხვა დაავადებების არსებობა.
სიმპტომები
პერიანალურ ნაწილში კანის დაზიანება და ჭრილობის დიდი ხნის მანძილზე შეუხორცებლობა;
ჭრილობიდან ჩირქდენა;
ჭრილობის გარშემო ქავილი და კანის დაზიანება;
ძლიერი ტკივილი სფინქტერში, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება სიარულის, დეფეკაციის, ხველებისა და ცემინების დროს.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
ანოსკოპია;
რექტორომანოსკოპია;
სწორი ნაწლავის ფისტულის ზონირება;
ფისტულოგრაფია;
ირიგოსკოპია;
სფინქტერომეტრია;
ულტრასონოგრაფია.
მკურნალობა
ანტიბიოტიკები;
ფიზიოპროცედურები;
ქირურგიული ჩარევა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
პოტენციის დაქვეითება;
ანალური ხვრელისა და სწორი ნაწლავის დეფორმაცია;
ანალური სფინქტერის ფუნქციის დარღვევა;
ანალური ხვრელის კედლებზე ნაპრალების გაჩენა.
რისკის ჯგუფი
პარაპროქტიტით დაავადებულები;
საჭმლის მონელების დარღვევების მქონე პირები;
სწორი ნაწლავის პრობლემების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
სწორი ნაწლავის ტრავმებისა და პარაპროქტიტის დროული მკურნალობა;
სწორი კვება;
დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა;
პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.