სქოლიოზი

0
29

სქოლიოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება ხერხემლის გვერდითი გამრუდებით.
 
არსებობს დაავადების შემდეგი სახეობები:

ხერხემლის კისრის ნაწილის სქოლიოზი;
ხერხემლის გულმკერდის ნაწილის სქოლიოზი;
ხერხემლის წელის ნაწილის სქოლიოზი.

 
მიზეზები

ხერხემლის მალების განუვითარებლობა;
დამატებით მალების წარმოქმნა;
ჰორმონალური განვითარების დარღვევა.

 
სიმპტომები

თავის დახრილი მდგომარეობა, ერთი მხარი მეორეზე მაღლაა აწეული;
ხერხემლის სიმრუდე და კისრის ასიმეტრია ფიქსირედება ნებისმიერ მდგომარეობაში;
კუზის განვითარება;
გამრუდებულ ადგილას კუნთების გაჭიმვა, ნეკნების ჩავარდნა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:

ხერხემლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ხერხემლის რენტგენი;
ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია;
მალათშორისი დისკების კონსტრასტული დიაგნოსტიკა;
ხერხემლის ელექტროსპონდილოგრაფია.

 
მკურნალობა

მანუალური თერაპია;
სამკურნალო ფიზკულტურა;
კორსეტის ტარება;
ორთოპედიული ფეხსაცმელი;
ოპერატიული ჩარევა.

 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

ხშირი ბრონქიტი, პნევმონია;
გულის იშემია;
გულის უკმარისობა;
ფილტვების უკმარისობა;
ქრონიკული ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი;
ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა.

 
რისკის ჯგუფი

კუნთებისა და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები;
ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები;
ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიების მოქნე ადამიანები;
ქვედა კიდურების დაავადებების და დეფორმაციის მქონე ადამიანები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

სწორი პოზის გაკონტროლება;
გამაჯანსაღებელი ვარჯიში;
20 წუთში ერთხელ სხეულის მდგომარეობის შეცვლა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ