სტომატიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი პროცესი.
მიზეზები
მიკროპლაზმის ვირუსის ბაქტერიების ზემოქმედება;
ორგანიზმში В ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, თუთიის უკმარისობა;
პირის ღრუს ტრავმები, ზედმეტად მყარი საკვების მიღება, არასწორად ჩასმული პროთეზი;
პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა;
უსუფთაო პროდუქტის ჭამა;
ნატრიუმის სულფატის შემცველი კბილის პასტის დიდი ხნით გამოყენება;
შარდმდენი და ნერწყვის შემამცირებელი პრეპარატების დიდი ხნით გამოყენება.
სიმპტომები
კატარალური სტომატიტი – შეშუპება, ლორწოვანის გაწითლება, სისხლდენა ლორწოვანი გარსიდან, ჭარბი ნერწყვდენა, საკვების მიღების დროს ტკივილი, ლორწოვან გარსზე თეთრი ნადების გაჩენა;
წყლულოვანი სტომატიტი – ზიანდება მთელი ლორწოვანი გარსი, იწევს სხეულის ტემპერატურა, დიდდება ლიმფური კვანძები;
აფტოზური სტომატიტი – ლორწოვან გარსზე მრავალრიცხოვანი წყლულების გაჩენა, რომლებიც დაფარულია მონაცრისფრო ნადებით;
ალერგიული სტომატიტი – შეიძლება მოიცავდეს სტომატიტის სხვა სახეობებს.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
საერთო დათვალიერება;
პჯრ-დიაგნოსტიკა კანდიდოზისა და ჰერპესის გამოსავლენად;
ნაცხის ანალიზი პირის ლორწოვანიდან.
მკურნალობა
ანსეთეტიკების დაბალპროცენტიანი ხსნარით პირის ღრუს გამორეცხვა;
ანტიბაქტერიული საშუალებები;
ვირუსებისა და სოკოს საწინააღმდეგო მალამოები;
ეპითელიუმის შესახორცებელი პრეპარატები;
ფიზიოთერაპია.
დიეტა
დაავადების მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს:
მლაშეს;
ცხარეს;
ტკბილეულს;
ფორთოხლის და პომიდვრის წვენს;
სპირტიან სასმელს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი;
დაბალანსებული კვების ქონა.