სმენის დაკარგვა

0
25

სმენის დაკარგვა  – იმ დაავადებების საერთო დასახელება, რომლებსაც ახლავს სმენის დაქვეითება, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზების გამო.
 
მიზეზები

ინფექციური დაავადებები და მათი გართულებები;
სმენის ნერვის ნევრიტი;
ტოქსიკური ზემოქმედება;
სმენის ორგანოში სისხლის ნორმალური მიმოქცევის დარღვევა;
არტერიული წნევის თამაში;
სმენის ანალიზატორის ტრავმები;
თავის ტვინის ტრავემბი;
ხანგრძლივი ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედება;
სასმენი ორგანოს მექანიკური დაზიანებები;

 
სიმპტომები
დაავადების უმთავრესი სიმპტომია სმენის დაქვეითება. სმენის დაკარგვა ხარისხის მიხედვით არსებობს:

1 ხარისხის – ხმის გაგება შესაძლებელია 3-6 მეტრის მანძილზე;
2 ხარისხის – ხმის გაგება შესაძლებელია 1-4 მეტრის მანძლზე.
3 ხარისხის – ხმის გაგება შესაძლებელია მხოლოდ 2 მეტრის მანძლზე.
4 ხარისხის – ხმის აღქმა შესაძლებელია 70-90 დბ-ზე. ეს ხარისხი უკვე ინვალიდობის ფორმაა.

 
სმენის დაქვეითება ახალშობილებში:

ბავშვი არ რეაგირებს მკვეთრ ხმებზე;
არ რეაგირებს სათამაშოს ხმაურზე;
ვერ ცნობს დედისა და ახლობლების ხმას;

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოზი აუცილებლად უნდა მოიცავდეს მის მექანიზმს და სმენის დაქვეითების ხარისხს, ასევე მიზეზს. ფასდება სმენის დაქვეითების დინამიკაც, ატარებს თუ არა ის პროგრესირებად ხასიათს თუ სტაბილურია. 
 
მკურნალობა
ხშირ შემთხვევაში სმენის დაქვეითება პროგრესული ხასიათისაა, ამიტომ, რაც უფრო ადრე დაიწყება მისი მკურნალობა, მით მეტი შანსია სმენის შენარჩუნებისთვის. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიზეზებსა და დონეზე.

რისკ-ჯგუფი

მოხუცები;
მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
იმუნიტეტის დაზიანება და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციური დაავადებების გადამტანი პირები;
სხვადასხვა ინტენსივობის, მუდმივი ხმაური;
თავის ტვინის ან ყურის ტრავმები.

 
პროფილაქტიკა
უმთავრესი პროფილაქტიკური ქმედება არის სმენის მუდმივი შემოწმება, განსაკუთრებით იმ კატეგორიისთვის, ვინც რისკის ჯგუფში შედის. ასევე რეკომენდირებულია ორგანიზმის გაკაჟება, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროული მკურნალობა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ