სიყვითლე

0
256

სიყვითლე – სიმპტომი, რომელიც ახლავს ზოგიერთ დაავადებას და ხასიათდება კანის საფარის და ლორწოვანი გარსის გაყვითლებით, რასაც იწვევს ღვიძლის მუშაობის დარღვევა.
 
დღეისათვის გამოყოფენ სიყვითლის შემდეგ ფორმებს:

ღვიძლზედა სიყვითლე;
ღვიძლქვეშა სიყვითლე;
ღვიძლის სიყვითლე;
ცრუ სიყვითლე – ეს უკანასკნელი ჩნდება საკვებში ისეთი პროდუქტების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით კაროტინს (ციტრუსი, სტაფილო), მედიკამენტების მავნე გამოყენებით.

 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

ერითროციტების გაზრდილი რღვევა (ანემია, ლეიკოზი, ზოგიერთი ინფექცია);
ღვიძლის ჩათრევა ბილირუბინის უჯრედების მიერ (ჰეპატიტი, მონონუკლეოზი, ღვიძლის კიბო, ციროზი);
არანაღვლისმიერ სადინარებში ნაღვლის წვენის გაწოვის დარღვევა (კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, ნაღვლის კენჭოვანი დაავადება).

 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

სკლერების სიყვითლე;
შარდის გამუქება (მუქი ყავისფერი ფერი);
კანის ფერის შეცვლა მომწვანო-ღია მოყვითალომდე;
კალას გამუქება ან გაუფერულება;
მარჯვენა ნეკნებქვეშ ტკივილი (ღვიძლის ადგილას);
კანის ქავილი;
ციებ-ცხელება;
თავის ტკივილი;
ნაღვლის რეგურგიტაცია;
ორგანიზმის ინტოქსიკაცია (კუნთების ტკვილი, გულის რევა, თავბრუს ხვევა).

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-გასტროენტეროლოგი ან თერაპევტი, რომელიც ატარებს მთელ რიგ ანალიზებს და გამოკვლევებს, მათში შედის:

სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
ღვიძლის ბიოპსია;
შარდის კლინიკური ანალიზი;
ღვიძლისა და ნაღველსადინარი გზების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ენდოკრინული რეტროგრადული ქოლანგიოპაკრსატოგრაფია;
ღვიძლის კომპიუტერული ტომოგრაფია;
ღვიძლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
კანისა და ღვიძლის ქოლანგიოგრაფია.

 
მკურნალობა
სიყვითლის მკურნალობა მოიცავს:

ძირითადი დაავადების მკურნალობა (ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ქოლეცისტიტი);
ბილირუბინის დამშლელი პრეპარატები;
ფოტოთერაპია;
კორტიკოსტეროიდული პრეპარატები;
ქირურგიული ჩარევა (ღვიძლის ტრანსპლანტაცია).

 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

ღვიძლისა და თირკმლის მწვავე უკმარისობა;
ქოლემიური სისხლდენა;
ღვიძლის ენციფალოპათია;
ღვიძლის ბილიარული ციროზი;
გულსისხლძარღვთა უკმარისობა.

 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

ვაქცინაციის ჩატარება;
პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
საკვების მიღებაზე უარის თქმა ანტისანიტარულ პირობებში;
საკვებად კარგად გარეცხილი, თერმულად დამუშავებული პროდუქტის გამოყენება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ