სეფსისი

0
57

სისხლის მოწამვლა (სეფსისი) –  სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმში შემოჭრილ ინფექციაზე უკურეაქციით სხეული აზიანებს საკუთარ ქსოვილებს. ამ გენერალიზირებულ ანთებით პროცესს თან ახლავს სისხლში უცხო ორგანიზმების ცირკულაცია. სეფსისი შესაძლოა გადავიდეს სეპტიკურ შოკში, რა დროსაც არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა იწვევს ორგანოთა სისტემების გამართულად ფუნქციონირების შეზღუდვას და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილსაც კი. ანტიბიოტიკებითა და ინტრავენული სითხეებით  დროული მკურნალობა პაციენტის გამოჯანმრთელების შანს ზრდის.
 
დაავადების ტიპები:

კანქვეშა სეფსისი;
მეან-გინეკოლოგიური სეფსისი;
ტონსილარული სეფსისი;
ოდონტოგენური სეფისისი;
ოტოგენური სეფსისი.

 
მიზეზები:

ქრონიკული დაავადებები;
პნევმონია;
იმუნოდეპრესიული და ციტოსტატიკური პრეპარატების მიღება;
ბაქტერიემია;
სხივური თერაპია;
დამწვრობისა და ჭრილობების გართულება.

 
სიმპტომები:

ტემპერატურის აწევა 39-40°-მდე პერიოდული ნორმალიზებით;
ციება;
ჭარბი ოფლდენა;
კანი ხდება მოყვითალო, უფერული;
პულსის გახშირება;
არტერიული წნევის დაწევა;
ხუთვა;
კანზე გამონაყარი;
სისხლჩაქცევები თვალის სკლერასა და პირის ლორწოვან გარსში.

 
რისკ ფაქტორები:

დიაბეტი
სიბერე
თირკმლების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანგრძლივი მკურნალობა
ინვაციური მოწყობილობების, ინტავენური კათეტერების ან სუნთქვის მილების არასწორი გამოყენება

 
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო ანალიზი;
პჯრ დიაგნოსტიკა;
პროკალციტონინის ტესტი.

 
მკურნალობა:

ანტიბაქტერიული თერაპია;
სადეზინტოქსიკაციო თერაპია;
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
პლაზმას გადასხმა.

 
გართულებები:

ფილტვის, თავის ტვინის აბსცესი;
განგრენა;
ჩირქოვანი პლევრიტი;
ცისტიტი;
ჩირქოვანი მენინგიტი;
გულის უკმარისობა;
სეპტიკური შოკი;
შინაგანი სისხლდენა.

 
რეკომენდაცია!
აუცილებელია ჩირქოვანი დაავადებების დროული მკურნალობა, ჭრილობის ადგილობრივად დამუშავება წყალბადის ზეჟანგით.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ