საშვილოსნოს დაწევა

0
33

საშვილოსნოს დაწევა ვითარდება მაშინ, როდესაც მენჯის კუნთები და იოგები იჭიმება, სუსტდება და აქედან გამომდინარე, საშვილოსნო სრულყოფილად ვეღარ ფუნქციონირებს და იგი საშოდან გარეთ გამოდის. პოლაფსია ნებისმიერი ასაკის ქალებში გვხვდება, მაგრამ მენოპაუზის ან ბევრი მშობიარობის შემდგომ ყველაზე ხშირია. საშვილოსნოს მსუბუქი პროლაფსია ჩვეულებრივ მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ თუ სიმპტომები შემაწუხებელია, სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა საჭიროა.

 
 
 
დაავადების გამომწვევი მიზეზები:

მშობიარობის დროს ან შემდეგ მიღებული ტრავმები;
სასქესო ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციები;
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
მენჯის თანდაყოლილი პრობლემები;
რიგი ნევროლოგიური დაავადებები;
ხშირი მშობიარობა;
სიმძიმის აწევა;
ჰორმონალური დარღვევები, ძირითადად ესტროგენის უკმარისობა;
გასუქება;
დამაკავშირებელი ქსოვილის ფუნქციის დარღვევა ან სისუსტე, რომელიც მემკვიდრეობითი ხასიათისაა.

 
საშვილოსნოს დაწევის ხარისხი:

1 ხარისხი — ამ შემთხვევაში დაწევა უმნიშვნელოა; 
2 ხარისხი — ეს ხარისხი ხასიათდება როგორც საშვილოსნოს ნაწილობრივი ან საწყისი გამოვარდნით;
3 ხარისხი — სასქესო გზებიდან გამოდის საშვილოსნოს და მისი ყელის ნაწილი; 
4 ხარისხი — სრული გამოვარდნა.

 
სიმპტომები

საკვერცხეების მწვავე, ქვემოთ მქაჩავი ტკივილი, დეფეკაციისა და შარდის გამოყოფის დარღვევა;
ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს;
საშოში უსიამოვნო შეგრძნება;
თვიური ხდება ჭარბი და მტკივნეული.

 
დიაგნოსტიკა

ექიმი ამოწმებს საშოს, შარდის ბუშტს და საშვილოსნოს კედლებს.
ხდება ნაცხის ანალიზის აღება ფლორის გამოსაკვლევად.
შარდვის დარღვევისას ტარდება — მიკროსკოპია, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
პათოლოგიების გამოვლენისას ტარდება კოლპოსკოპია.
მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა. 
შარდგამომყოფი გზების ობსტრუქციის გამოსარიცხად ტარდება ეკსკრეტორული უროგრაფია.
მცირე მენჯის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია.
დამატებით შეიძლება საჭირო იყოს ქირურგის, უროლოგის, პროქტოლოგის კონსულტაცია.

 
მკურნალობა

კონსერვატორული მეთოდები;
ვარჯიში;
გინეკოლოგიური მასაჟი;
ბანდაჟი;
შეხვევა;
მედიკამენტები;
ოპერატიული მეთოდები;
ხალხური საშუალებები;

 
საშიშროება
დაავადება ყველაზე მეტად საშიშია ბავშვის გაჩნის პერიოდში მყოფი ქალებისთვის. თუმცა დროული და სათანადო ჩარევით მიიღება დადებით შედეგი.
 
პროფილაქტიკა

დაბალანსებული ფიზიკური დატვირთვა.
წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით ვიზიტი.
სიმძიმის აწევისგან თავის შეკავება.
ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ სპეციალური ვარჯიშის შესრულება.
მშობიარობის რაციონალურად წარმართვა.
ყაბზობის პროფილაქტიკისთვის სწორი კვება.
პოზის კონტროლი.
მენოპაუზის დროს შესაძლოა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ჩატარება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ