საყლაპავის სტენოზი

0
421

საყლაპავის სტენოზი – დაავადება, რომლის დროსაც საყლაპავი მილი ტრავმების ან სხვა მიზეზთა გამო ვიწროვდება. ეს პრობლემა  საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში გვხვდება. რთულ შემთხვევებში პაციენტისთვის თხევადი საკვების მიღებაც კი შესაძლოა, მტკივნეული აღმოჩნდეს.
 
 
 
 
 
 
მიზეზები:

საყლაპავის განვითარების ემბრიონალური მანკი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ორგანოს დაავადება;
წყლულები;
ფეხმძიმობის დროს არსებული ტოკსიკოზი;
ანორექსია;
ბულიმია;
მძიმე ინფექციური დაავადებები;
ტუბერკულოზი;
ქუნთრუშა;
სიფილისი;
საყლაპავის ტრავმები;
სხივური თერაპია;
კეთილთვისებიანი სიმსივნის გაჩენა;
საყლაპავის კიბო;
ლიმფური კვანძების და შეშუპების გამო საყლაპავის შევიწროვება. 

 
 
სიმპტომები:

ახალშობილის ხშირი რეგურგიტაცია;
ჭარბი ნერწყვდენა;
ახალშობილის ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი;
ყლაპვის ფუნქციის მოშლა;
ღებინება;
ხველის ან ხუთვის შეტევები;
საკვების მიღების შემდეგ რეგურგიტაცია;
საყლაპავის ტკივილი;
ასპირაციული პნევმონია;
სტრიქტურის არეში შეშუპება;
საყლაპავის სპონტანური ან ტრავმატული დაზიანება. 

 
 
დიაგნოსტიკა:

გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
პედიატრის კონსულტაცია;
საჭმლის მომენელებელი სისტემის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
საჭმლის მომენელებელი სისტემის რენტგენი;
ეზოფაგოსკოპია;
ენდოსკოპიური ბიოპსია.

 
 
მკურნალობა:

გასტროენტეროლოგთან რეგულარული ვიზიტი;
დიეტა, რომელიც მოიცავს წვნიანი საკვების მიღებას;
ანტაციდური საშუალებების მიღება;
ბუჟირება;
ბალონური დილატაცია;
შევიწროვებული ნაწილის რეზექცია;
ეზოფაგოპლასტიკა;
გასტროსტომია.

 
 
რეკომენდირებულია:

ეზოფაგიტის, გასტრიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების თერაპია;
აგრესიული ქიმიით, უცხო სხეულებით და სხვა მხრივ ტრავმების მიღებისგან თავის დაცვა;
სწორი და რეგულარული კვება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ