სათესლე ბაგირაკის გადაგრეხა

0
84

სათესლე ბაგირაკის გადაგრეხა – გვხვება 500-დან 1 შემთხვევაში. აღნიშნულ პრობლემას ასევე ეძახიან საკვერცხის გადაგრეხას, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ზიანდება საკვერცხე. 

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ანატომიური თავისებურებები;
·         ხტომა;
·         მკვეთრი მოძრაობები;
·         მუცლის პრესის დაჭიმულობა;
·         ბაგირაკის ტრავმები;
·         ბაგირაკის დაზიანება;
·         კრიპტორქიზმი.

სიმოტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
·         ტკივილი ბაგირაკის არეში;
·         ღებინება;
·         მუცლის არეში ტკივილი;
·         ტემპერატურის აწევა;
·         ბაგირაკის შეშუპება;
·         ზემოთ აქაჩული საკვერცხე;
·         ციებ-ცხელება;
·         საერთო სისუსტე;
·         საკვერცხის გადიდება ზომაში;
·         ბაგირაკის დაწითლება.

დიაგნოსტიკა
აღნიშნული პრობლემის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
·         უროლოგის მიერ პაციენტის გამოკვლევა;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა კვანძის დიფერენციალური გამოკვლევისთვის;
·         საკვერცხეების სცინტიგრაფია;
·         საშარდე სისტემის გამონადენის გამოკვლევა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         პრობლემის გაჩენიდან 3-4 საათის განმავლობაში სასწრაფო ოპერაციის გაკეთებას;
·         ოქრიპექსიას;
·         საკვერცხის მოცილებას;
·         ერთი საკვერცხის გადახლართვისას მეორეს დაფიქსირებას.

საშიშროება
სათესლე ბაგირაკის გადაგრეხის გართულება საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ პაციენტმა უნდა მიიღოს დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება. სპეციალისტების რჩევაა სასწრაფო ოპერატიული ჩარევა თავიდანვე, რათა არ მოხდეს შემდგომი გართულებები. 

პროფილაქტიკა
ერთად-ერთი საშუალება იმისათვის, რომ სათესლე ბაგირაკი გადარჩეს არის დეტორსია – გადაგრეხილი ნაწილის გახსნა ქირურგიული ან კონსერვატიული მეთოდით. წარმატებულად ჩარევის შემთხვევაში ტკივილი საკმაოდ იკლებს, ჯირკვლებიც ფუნქციას ინარჩუნებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ