პულპიტი

0
26

პულპიტი – დაავადება, რომელიც ხასიათედება ანთებითი პროცესით, რომელიც კბილის სისხლძარღვებითა და ნერვებით დაფარულ რბილ ქსოვილს აზიანებს.
 
მიზეზები
·         პირის ღრუში სტრეპტოკოკური ინფექციების არსებობა;
·         ანგინა;
·         კარიესი;
·         კბილის ტრავმები;
·         ერთდროულად ცხელისა და ცივის დალევა ან ჭამა.
 
სიმპტომები
·         საკვების მიღების შემდეგ ძლიერი ტკივილი;
·         კბილის მუდმივი ტკივილი;
·         კბილის საშუალო სიძლიერის, ყრუ ტკივილი;
·         ცხელი საკვების მიღებისას კბილის ძლიერი ტკივილი;
·         საკვების მიღებისას სუსტი კბილი ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენით.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი, საჭიროა:
·         საერთო ინსტრუმენტული დათვალიერება;
·         ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა;
·         კბილის რენტგენი.
 
მკურნალობა
·         ქირურგიული ჩარევა;
კონსერვატიული  მკურნალობა:
·         კაერიესით დაზიანებული ქსოვილების მოცილება;
·         პულპის სრულად მოცილება;
·         არხების დამუშავება სპეციალური ინსტრუმენტებით;
·         კბილის ფესვების დაპლობმვა;
·         კბილის გვირგინის დაპლობმვა.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება გახდეს პაროდონტიტი.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
·         კარიესის დროული მკურნალობა;
·         წელიწადში 2-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ