პროსტატიტი

0
502

პროსტატიტი – წინამდებარე ჯირკვლის ანთება, რომელიც პასუხისმგებელია პროსტატის სეკრეციის გამომუშავებაზე.
გამოიყოფა პროსტატიტის შემდეგი ფორმები:
·         მწვავე ბაქტერიული პროსტატიტი;
·         ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
·         არაბაქტერიული პროსტატიტი;
·         პროსტატოდინია.
 
მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
·         სქესობრივი გზით მიღებული ან ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესით გამოწვეული ინფექციები;
·         წინამდებარე ჯირკვალში სეკრეციის გაჭედვა;
·         გადაციება;
·         ხშირი შეკრულობა;
·         ძლიერი სტრესი;
·         ჰიპოდინამია.
 
სიმპტომები
·         სასქესო ორგანოების ტკივილი;
·         ხშირი შარდვა;
·         40 გრადუსამდე ტემპერატურა;
·         მტკივნეული ერექცია;
·         ერექციის არქონა;
·         მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილები.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-უროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         შარდის და წინამდებარე ჯირკვლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
·         წინამდებარე ჯიკვლის პალპაცია;
·         მცირე მენჯის და წინამდებარე ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
 
მკურნალობა
·         ანტიბიოტიკები;
·         პროსტატის მასაჟი;
·         ზოგადგამაჯანსაღებელი პრეპარატები;
·         ლაზერული თერაპია;
·         ტრანსლექტალური ულტრა-ბგერითი თერაპია.
 
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
·         წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი;
·         ცისტიტი;
·         პიელონეფრიტი;
·         სათესლე ჯირკვლების ანთება.
 
რისკის ჯგუფი
·         ჰომოსექსუალები;
·         ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
·         მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები;
·         40 წელს ზემოთ პირები.
 
პროფილატიკა
რეკომენდირებულია:
·         ორგანიზმის გაკაჟება;
·         სპორტით დაკავება;
·         ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
·         უროლოგთან რეგულარული ვიზიტი.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ