პორფირია

0
331

პორფირია  – წარმოადგენს პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები: 
·         გვიანი კანის;
·         ერითროპოეტიკური;
·         ინტერმისირებული.
 
მიზეზები
პორფირია ძირითადად მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს ორგანიზმში აქვთ კონკრეტული ფერმენტების დეფიციტი.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         კანზე გამონაყარი, ქავილით;
·         მზის შუქისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;
·         სხეულის გარკვეულ ნაწილებში წყლულების გაჩენა;
·         ფრჩხილების დეფორმაცია და მტვრევა; 
·         შარდის წითელი ფერი;
·         მაღალი არტერიული წნევა;
·         კანის მოწითალო ფერი;
·         სიბრმავე;
·         სახსრების კონტრაქტურა;
·         ანემია;
·         მუცლის ტკივილი;
·         ნერვების დაზიანება;
·         მზის დასხივების ადგილებში თმის ჭარბი ზრდა;
·         ფსიქოზი;
·         პოლინევრიტი;
·         გონების დაბინდვა;
·         კომატოზური მდგომარეობა. 
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც ინიშნება:
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის ბიოქიმიური ანალიზი. 
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
·         მზის დასხივებისგან თავის დაცვას;
·         არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს;
·         პლაზმოფარეზს;
·         გლუკოზის ხსნარის ინფუზიის მიღებას;
·         სპლენექტომიას.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა ლეტალური შედეგის დადგომა.
 
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არსებობს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ