პოლიომიელიტი

0
21

პოლიომიელიტი  – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანება და ცხვირხახისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი.
 
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ორგანიზმში Picornaviridae-ის ტიპის ვირუსის განვითარებით.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         არაპარალიტიკური ფორმა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია — ​დაბალი ტემპერატურა, გულის რევა, ღებინება, სურდო, მუცლის ტკივილი, დიარეა;
·         მენინგიალური ფორმა  — ​სხეულის ტემპერატურის აწევა 38-39°С-მდე, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ღებინება, კუნთების მოდუნება;
·         პარალიტიკური ფორმა —​ მაღალი ტემპერატურა 38,5 – 39,5°С-მდე, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ზურგის, კიდურების ტკივილი, კუნთების კანკალი, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების კუნთების მოულოდნელი პარალიჩი.   
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი, რისთვისაც ნიშნავს:
·         სისხლის, შარდის, კალას საერთო ანალიზს;
·         ცხვირ-ხახის გამონადენის სეროლოგიურ გამოკვლევას;
·         ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევას.
რთული ფორმების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რევმატოლოგის კონსულტაცია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
·         კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;
·         შარდმდენ საშუალებებს;
·         ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას;
·         იმუნოგლობულინს.
 
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა:
·         სასუნთქი სისტემის დარღვევები;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
·         პარეზი, პარალიჩი;
·         კუნთების ატროფია;
·         კონტრაქტურა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ