პოლინოზი

0
25

პოლინოზი (ალერგია მტვერზე) – სეზონური ალერგიული რეაქცია მცენარეების მტვერზე.
პოლინოზის გართულება დამოკიდებულია ალერგენის ყვავილობის პერიოდზე:
·         აპრილი-მაისი;
·         ივნისი-ივლისი;
·         აგვისტო-სექტემბერი.
 
მიზეზები
რეაქცია წარმოიშობა გარკვეული ალერგენების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობით.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ცხვირის დახშობა;
·         ხველა;
·         სურდო;
·         გადაბმული ცემინება;
·         ცრემლდენა;
·         ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
·         გამონაყარი კანზე, რომელსაც ახლავს ძლიერი ქავილი;
·         გართულებული სუნთქვა;
·         სუნის გრძნობის დაქვეითება.
მეორადი სიმპტომები:
·         თავის ტკივილი;
·         მადის დაქვეითება;
·         გაზრდილი დაქანცულობის გრძნობა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         გაღიზიანებულობა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         ცხვირიდან გამონადენის ანალიზს;
·         იმუნოგრამას;
·         რინოსკოპიას;
·         პროვოკაციულ და კანის ტესტებს.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიალერგიულ პრეპარატებს;
·         ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
·         სისხძლარღვების შემავიწროვებენ საშუალებებს ცხვირისთვის;
·         ინჰალაციას.
 
დიეტა
პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ:
·         კვერხი;
·         ქათმის ხორცი;
·         ვაშლი, ალუბალი, მსხალი;
·         ფუტკრის ნაწარმი;
·         საკვები საღებავების შემცველი პროდუქტები.
 
საშიშროება
დაავადების გართულებებია:
·         ჭინჭრის ციება;
·         ბრონქიალური ასთმა;
·         კვინკეს შეშუპება;
·         ატოპიური დერმატიტი;
·         ცისტიტი.
 
რისკის ჯგუფი
·         ქალები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         დაბინძურებულ გარემოში მაცხოვრებლები;
·         ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ ინფექციური დაავადებებით;
·         არასწორი კვების მქონე ბავშვები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მცენარეების ყვავილობის დროს მათ სიახლოვეს ყოფნისგან თავის შეკავება;
·         ქარიან და მშრალ ამინდში ქუჩაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
·         ქარიან, მტვრიან ამინდში სახლის ფანჯრების გახსნისგან თავის შეკავება;
·         ჰაერის სპეციალური გამწმენდების გამოყენება;
·         რაციონიდან ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვა, რომლებიც ახდენენ ალერგიის პროვოცირებას.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ