პოდაგრა

0
26

პოდაგრა  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს ართრიტის ნიშნები.
პოდაგრამ შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი სახსარი: თითები, მტევნები, მუხლები, მაგრამ ყველაზე ხშირად პოდაგრა ჩნდება ფეხის თითების სახსრებზე, განსაკუთრებით დიდი თითი, რაც დაკავშირებულია მისი ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერატიულ-დისტროფიული პროცესისადმი მიდრეკილებასთან.
 
მიზეზები
პოდაგრას გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ორგანიზმში შარდის მჟავას მომატება.
ასევე მემკვიდრეობითი მიდრეკილება, რაც მდგომარეობს პურინების ცვლის თავისებურებასთან.
 
მაპროვოცირებელი ფაქტორები
პოდაგრას განვითარება ხდება შემდეგი მაპროცირებელი ფაქტორების შემდეგ:
·         ალკოჰოლის მიღება;
·         კვების რეციონის ცვლილება;
·         ტრავმა ან გადატვირთვა;
·         მთელი რიგი მედიკამენტების, განსაკუთრებით შარდმდენი პრეპარატების მიღება.
 
დიაგნოსტიკა
პოდაგრას დიაგნოსტკა მოიცავს კლინიკურ და ლაბორატორიულ კრიტერიუმებს.
პოდაგრას დიაგნოსკისთვის ასევე შეიძლება დაინიშნოს სხვა ანალიზები (სისხლის, შარდის), თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლის ბიოქიმია.
ქრონიკული პოდაგრას დროს ხდება ხრტილის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
ზოგჯერ დიგნოზის დასაზუსტებლად ინიშნება კოლჰიცინით სასინჯი მკურნალობა.
 
მკურნალობა
პოდაგრას მკურნალობის მედიკამნეტურ ფორმას გააჩნია ორი მთავარი მიზანი: ანთების ჩაცხრობა და ტკივილის მოხსნა.
სახსრის უფრო სწრაფი აღდგენისთივს გამოიყენება ფიზიოთერაპია.
 
დიეტა
პოდაგრის დროს საჭიროა დიეტა №6-ის დაცვა, რომლის განსაკუთრებულობას წარმოადგენს:  
·         პურინების შემცველი პროდუქტების გამორიცხვა;
·         ცილების შემცველი პროდუქტის გამორიცხვა, რეკომენდირებულია ხორცის დიეტური სორტი;
·         მარილის შეზღუდვა;
·         სითხის გამოყენების გაზრდა;
·         რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის ახალი სახეობებით რაციონის გამდიდრება;
·         მწვანილი დაშვებულია – გარდა ოხრახუშისა და მწვანე ხახვისა;
·         ხორცისა და თევზის დიეტური სახეობების მიღება რეკომენდირებულია მოხარშული ფორმით.
 
პროფილაქტიკა
პოდაგრის პროფილაქტიკისთვის მთავარია სწორი კვება, განსაკუთრებით თუ სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევის დროს აღმოჩენილ იქნა შარდის მჟავას მაღალი დონე ან არსებობს მემკვიდრეობითი მიდრეკილების ფაქტორი.
ასევ მენიშვნელოვანია ორგანიზმის გაკაჟება, რათა მან შეძლოს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარეგულირება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ