პერიტონიტი

0
211

პერიტონიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ღრუს სეროზული საფარის ლოკალური ან დიფუზიური ანთებითი პროცესი.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         შინაგანი ორგანოების დეფექტი, დესტრუქცია;
·         ბაქტერიული ინფექცია;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
·         მუცლის ღრუს ორგანოების პოსტოპერაციული გართულებები.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         მუცლის ძლიერი ტკივილი;
·         შეკრულობა;
·         მუცლის კუნთების დაჭიმულობა;
·         მუცლის შებერილობა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         საერთო სისუსტე;
·         თავბრუსხვევა;
·         სხეულის მაღალი ტემპერატურა;
·         კანის სიფერმკრთალე;
·         ტაქიკარდია.
 
დიაგნოსტიკა
პერიტონიტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ქირურგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას;
·         რექტალურ, ვაგინალურ გამოკვლევას;
·         მუცლის ღრუს პუნქციას;
·         დიაგნოსტიკურ ლაპარასკოპიას.
 
მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:
·         ლაპაროტომიას;
·         პერიტონიტის წყაროს მოკვეთას;
·         მუცლის ღრუს პოსტოპერაციულ სანაციას;
·         თხელი ნაწლავის დეკომპრესიის უზრუნველყოფას.
კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
·         იმუნომაკორექტირებელ პრეპარატებს;
·         ანტიქოლინესტრაზულ პრეპარატებს;
·         ანტიქოლინერგიულ საშუალებებს;
·         კალიუმის შემცველ პრეპარატებს;
·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ჩიქრით მოწამვლა და დადგეს ლიტალური შედეგი.
 
რისკის ჯგუფი
·         ღვიძლის დაავადებების მქონე პირები;
·         თირკმლის უკმარისობის მქონე პირები;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ექიმ-გასტროენტეროლოგთან ყოველწლიური ვიზიტი;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმებისგან თავის დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ