პედიკულოზი

0
24

პედიკულოზი (ტილიანობა) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ადამიანის თმიანი ნაწილის დატილიანებით.
გამოიყფა დაავადების შემდეგი სახეობები:
·         თავის – ტილები ვრცელდებიან თმაში, დებენ კვერცხებს თავის კანსა და თმის ღერებზე;
·         ტანსაცმლის – ტილები ვრცელდებიან სამოსზე და კვერცხებს დებენ ქსოვილის ნაკერებში;
·         შუბლის – ტილები ვრცელდებიან შუბლის, წარბებისა და წამწამების ადგილებში.
 
მიზეზები
დაავადების გავრცელების მიზეზია ტილების დასევა, რომლებიც გადამდებია უკვე დასნეულებულ ადამიანთან სქესობრივი ან ახლო კონტაქტით.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         კანის დაზიანება თავის, მხრების, კისრის არეში;
·         ტილის ნაკბენს თან ახლავს ძლიერი ქავილი;
·         ნაკბენი ადგილები მოლურჯო ფერის პაპულების მსგავსია;
·         ხშირი ქავილის გამო კანზე ჩნდება წყლულოვანი გამონაყარი;
·         თმაზე ჩნდება ტილების პატარა ზომის კვერცხები – წილები;
·         ყურებს უკან ხდება ლიმფური კვანძების გადიდება.
 
დიაგნოსტიკა
ექიმი პედიატრი მკურნალობის დასადგენად ატარებს თავისა და ტანის საერთო დათვალიერებას.
საჭიროა ქავილის მკურნალობა, რაც იწვევს კანის დაზიანებას.  რიგ შემთხვევებში აუცილებელია დერმატოლოგისა და ინფექციონისტის კონსულტაცია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         თავის პედიკულოზის დროს – თმის შეჭრას, წილების გაცლას, ტილის საწინააღმდეგო შამპუნით თავის დაბანას;
·         შუბლის პედიკულოზის დროს – შუბლზე თმის აჭრას, დატილიანებული ადგილების დამუშავებას სპეციალური ხსნარებით და ბორის მალამოთი;
·         ტანსაცმლის პედიკულოზის დროს  – ტანსაცმლის სრული დამუშავება და ტანის საგულდაგულოდ დაბანა.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:
·         ზურგის ტიფი;
·         თავის კანის დასნეულება;
·         სტაფილოკოკური ინფექციების განვითარება;
·         მეორადი პიოდერმია.
 
რისკის ჯგუფი
·         ბავშვები (განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის);
·         ადამიანები, რომელბიც უსუფთაო გარემოსა და არაჰიგიენურ პირბებში ცხოვრობენ;
·         შემთხვევითი სქესობრივი კავშირების მქონე პირები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
·         ახალი სამოსის გარეცხვა და ისე ჩაცმა;
·         ტანსაცმლისა და თეთრეულის დროულად გარეცხვა;
·         შემთხვევითი სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
წინა სტატიაშიპლევრიტი
შემდეგი სტატიაოსტეოქონდროზი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ