ოტიტი

0
26

ოტიტი  — დაავადება, რომელიც წარმოადგენს ყურების ანთებით პროცესს. არესბობს მწვავე, საშუალო და ქრონიკული ფორმების. ოტიტი არსებობს ერთმხრივი და ორმხრივი.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
·         გარე ოტიტი;
·         შუა ოტიტი;
·         შიდა ოტიტი.
ყურიდან გამონადენის მიხედვით არსებობს:
·         სეროზული ოტიტი;
·         ჩირქოვანი ოტიტი.
 
მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
·         ოტოლარინგოლოგიური დაავადებების შედეგად დასუსტებული იმუნიტეტი;
·         გარე სასმენი გზის მიკროტრავმები;
·         ყურის ნიჟარაში წყლის შესვლა;
·         ცხვირისა და ცხვირ-ხახის დეფექტები.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ყურების ტკივილი;
·         ყურის ნიჟარის კანის გაწითლება;
·         ყურის დახშობა;
·         სმენის დაქვეითება;
·         მაღალი ტემპერატურა;
·         თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, წონასწორობის დაკარგვა;
·         ყურის შიგნით მწვავე ტკივილი;
·         ყურიდან სეროზული, სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         ოტოსკოპია;
·         ტიმპანომეტრია;
·         ჩირქოვანი გამონადენის დათესვა;
·         შიდა ყურის კომპიუტერული ტომოგრაფია.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         სპირტიან ბამბის ტამპონებს;
·         თბილ კომპრესებს ყურზე;
·         ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს;
·         ყურის გამორეცხვას ბორის ან ფურაცილინის ხსნარით.
 
საშიშროება
ქრონიკულ ფორმაში გადასული ოტიტი იწვევს შემდეგ გართულებებს:
·         სიყრუეს;
·         საფეთქლის ძვლის ანთებას;
·         ყურის ბარაბანის ქსოვილის დარღვევას;
·         ქოლესტეატომას;
·         მასტოიდიტს;
·         ყურის ბარაბანის დაფის სკლეროზს;
·         სახის ნერვის პარალიჩს;
·         ქალასშიდა ჩირქოვან გართულებებს.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ცხვირის გამოხოცვა აკურატულად, რომ არ დაზიანდეს შიდა ყური;
·         წელიწადში ერთხელ ექიმ-ოტოლარინგოლოგთან ვიზიტი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
წინა სტატიაშიპლევრიტი
შემდეგი სტატიაოსტეოქონდროზი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ