ოოფორიტი

0
360

ოოფორიტი – გინეკოლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს საკვერცხეების ანთება. მდებარეობის მიხედვით შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გადაციება;
·         მშობიარობა;
·         ფეხმძიმობის ქირურგიული გზით შეწყვეტა;
·         ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივების გარეშე სქესობრივი კონტაქტი;
·         მენსტრუაციის დროს სქესობრივი კავშირი;
·         საშვილოსნოს შიდა გამოყენების სპირალის მოხმარება;
·         ჰიპოდინამია.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილები;
·         ტკივნეული შარდვა;
·         ჩირქოვანი გამონადენი;
·         მაღალი ტემპერატურა;
·         ციებ-ცხელება;
·         სქესობრივი აქტის დროს ტკივილი;
·         სქესობრივი კონტაქტის სურვილის დაქვეითება;
·         მუდმივი სისხლდენა;
·         მუდმივი სქესობრივი კავშირის ქონის მიუხედავად დაფეხმძიმების პრობლემა.
 
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გინეკოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         გინეკოლოგიური დათვალიერება;
·         მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         პჯრ-დიაგნოსტიკა;
·         ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
·         ლაპარასკოპია;
·         ჰისტეროსალპინგოსკოპიური გამოკვლევა.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
·         სულფანილამიდებს;
·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;
·         კალციუმის ქლორიდს;
·         გინეკოლოგიურ მასაჟს.
მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში.
 
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         საშვილოსნოს მილების გაუვალობას;
·         უნაყოფობას;
·         გარე ორსულობას;
·         პიელონეფრიტს;
·         ცისტიტს;
·         მენსტრუალური ციკლის დარღვევას;
·         მუცლის ღრუს ორგანოების აბსცესს.
 
რისკის ჯგუფი
·         ქალები, რომლებიც ხშირად იცვლიან პარტნიორს და არ აქვთ დაცული სქესობრივი კავშირი;
·         ფეხმძიმე ქალები;
·         შარდ-სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის მქონე ქალები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ინტიმური ჰიგიენის წესების დაცვა;
·         მცირე მენჯის ორგანოების გადაციებისგან დაცვა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ქლამიდოზი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ