ნეფროპტოზი (თირკმლის დაწევა) – დავადება შეიძლება იყოს როგორც მარჯვენა მხარეს, ისე მარცხენა მხარეს.
მიზეზები
· სხეულის მასის მკვეთრი დაკლება;
· მუცლის ღრუს კუნთების მოდუნება ან ტონუსის დაკლება;
· ტრავმები;
· მძიმე ფიზიკური შრომა.
სიმპტომები
· წელის არეში უსიამოვნო შეგრძნებები;
· მადის დაქვეითება, პერიოდული გულის რევის შეგრძნება;
· შეკრულობა;
· გაღიზიანებულობა, თავბრუსხვევა.
დიაგნოსტიკა
· ანამნეზის შეკრება;
· საერთო დათვალიერება, პალპაცია;
· რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ანგიოგრაფია;
· უროგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· კუნთების ტონუსის აწევა ვარჯიშის შესრულებით;
· თუ მიზეზი სხეულის წონის დაკარგვაა – წონაში მომატება;
· თირკმლის სპეციალური ბანდაჟის ტარება;
ქირურგიული მეთოდის გამოყენება ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პიელონეფრიტი და შარდის გამოყოფის პრობლემები.
რისკის ჯგუფი
მკაცრი დიეტის დამცველები, სპორტსმენები, მძიმე ფიზიკური შრომის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
· ფიზიკური დატვირთვების რეგულირება;
· სხეულის მასის კონტროლი.