ნეფრიტი

0
758

ნეფრიტი – თირკმელების ანთებითი დაავადება.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გადატანილი ინფექციური დაავადებები;
·         იმუნური სისტემის დარღვევა;
·         ხშირი გადაციება;
·         თირკმლიდან შარდის გამოყოფის დარღვევა;
·         თიკმლის სისხლით მომარაგების დარღვევა.
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         მაღალი ტემპერატურა;
·         სხვადასხვა სახის შეშუპებები;
·         ძლიერი შეკრულობა;
·         თავის ტკივილი;
·         შარდი ფერის შეცვლა;
·         კუთებში მტვრევა;
·         წელის ტკივილი;
·         შარდის გამოყოფის შეფერხება.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნეფროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         თირკმელების რადიოიზოტოპური ანგიორენოგრაფია;
·         სისხლის შრატის იმუნური ანალიზი;
·         თირკმელების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         თირკმელების ბიოპსია.
 
მკურნალობა
 
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         თირკმელში სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებელ პრეპარატებს;
·         ფიზიოპროცედურებს;
·         შარდმდენ პრეპარატებს;
·         ჰემოდიალიზს.
 
დიეტა
მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა, რომელიც ყოველდღიურად სითხის მიღებას ზღუდავს 700—800 მლ-მდე და ასევე იზღუდება მარილის მიღება.
 
საშიშროება
დაავადების უყურადღებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         სისხლის მოწამვლას;
·         თირკმლის ეკლამპსიას;
·         ჩირქოვან დაავადებებს;
·         ურემიას;
·         თირკმლის უკმარისობას.
 
რისკის ჯგუფი
·         ახალგაზრდა მამაკაცები;
·         ბავშვები.
 
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, დაავადების პორფილაქტიკისთვის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ არსებობს.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა უნდა ვიცოდეთ ინფორმირებული თანხმობის მიღებაზე გადაუდებელი აუცილებლობის დროს - თქვენს სამედიცინო უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ