მრი (მწვავე რესპირატორული ინფექციები, გაციება)

0
290

მრი (მწვავე რესპირატორული ინფექციები, გაციება) – წარმოადგენს მწვავე რესპირატორუ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. მას ხშირად ურევენ გრიპში, სინამდვილეში დაავადებას იშვიათად შეუძლია ზიანის მოტანა ადამიანის ორგანიზმისთვის, გრიპის გართულებები კი გაცილებით უფრო საშიშია, რომლებსაც შეიძლება ლეტალური შედეგიც კი ჰქონდეს. 
 
მიზეზები
დაავადების ძირითადი მიზეზებია:
·         დაავადების გადაცემა ვირუსებით, რომლებიც ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით;
·         გადაციება;
·         იმუნიტეტის დაქვეითება. 
·         მრი დედისგან შვილს გადაეცემა ძუძუთი კვების დროს. 
 
სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
·         ზოგადი სისუსტე;
·         მადის დაკარგვა;
·         გულის რევა;
·         ღებინება;
·         ხველა;
·         ცემინება;
·         თავის ტკივილი;
·         თავის ტკივილი;
·         ცხვირის გაჭედვა და სურდო;
·         ტემპერატურის ზომიერი აწევა;
·         შემცივნება;
·         სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
·         კონიუქტივიტი.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი ან პედიატრი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარება;
·         ფილტვების რენტგენი. 
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         დაავადების სიმპტომების შემსუბუქება;
·         38 გრადუს ტემპერატურაზე დამწევი საშუალების მიღება. თუ ტემპერატურა უფრო დაბალია, წამლის მიღება საჭირო არ არის, რადგან ასე ორგანიზმი ებრძვის ვირუსს. 
·         სურდოს დროს სისხლძარღვების გასაფართოვებელი პრეპარატები;
·         ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.
მკურნალობის დაწყება აუცილებელია ექიმის კონტროლისა და კონსულტაციის შემდეგ. ბავშვებში დაავადების სამკურნალოდ საჭიროა: 
·         რაც შეიძლება მეტი სითხის მიცემა;
·         ცხვირის გათავისუფლება სურდოსგან;
·         ბეროდუალის ინჰალაცია;
·         მედიკამენტური თერაპია;
·         ოთახის მუდმივად განიავება. 
 
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         ბრონქიტი;
·         ლარინგიტი;
·         პნევმონია;
·         რინიტი;
·         ფარინგიტი და ა.შ. 
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         საჭმლის მომზადებისა და მიღების დროს ხელების კარგად დაბანა;
·         ცხვირის გამოხოცვა ქაღალდის ხელსახოცებში და მათი მაშინვე გადაგდება;
·         ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება;
·         შენობის რეგულარულად განიავება;
·         ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის პრაქტიკაში დანერგვა;
·         მრი-ით დაავადებულ პირებთან კოტაქტის შეზღუდვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ