კუშიგინის სინდრომი

0
30

კუშიგინის სინდრომი (იცენკო-კუშიგინის სინდრომი, ჰიპერკორტიციზმი) – დაავადება ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედბით ორგანიზმზე (კორტიზოლი, კორტიკოსტერონი). სინდრომი ბავშვებს ძუძუმწოვრობის ასაკშივე შეიძლება გამოუვლინდეთ. 
 
მიზეზები
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ჰიპოფიზის შეშუპება;
·         ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი სინთეზი;
·         ფილტვის და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო;
·         ბრონქების ადენომა;
·         თირკმეზედა ჯირკვლების კიბო, ადენომა ჰიპერპლაზია;
·         გლუკოკორტიკოიდების შემცველი პრეპარატების ხანგრძილვი მიღება.
 
სიმპტომები
·         გასუქება;
·         ქრონიკული სიწითლე სახის კანზე;
·         წვრილი გამონაყარი კანზე;
·         კისერზე კანის გამუქება;
·         კუნთების ატროფია;
·         კიდურების ზომის შემცირება;
·         მუცლისა და თეძოების ნაწილში კანის დაჭიმვა და სისლხჩაქცევები;
·         არტერიული წნევის აწევა;
·         ძლიერი თავის ტკივილი;
·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
·         დექსამეტაზონით, კორტიკოლიბერინით და ადრენოკორტიკოტროპინის ჰორმონით დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება;
·         მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
 
მკურნალობა
·         თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობის შესამცირებელი პრეპარატები;
·         ცილების, ნახშირწყლების, მინერალების ცვლის დამარეგულირებელი პრეპარატები;
·         სხივური თერაპია;
·         ქიმიოთერაპია;
·         ქირურგიული ჩარევა.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ინსულტი;
·         პიელონეფრიტი;
·         სეპსისი;
·         ოსტეოპორეზი;
·         თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
·         შარდკენჭოვანი დაავადება;
·         კანის სოკოვანი და ჩირქოვანი დაავადებები;
·         ფეხმძიმობის დროს მუცლის მოშლის დიდი ალბათობა;
·         ლეტალური შედეგი.
 
რისკის ჯგუფი
ძირითადად ქალები 25-40 წლის ასაკში.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         წელიწადში ერთხელ თურქული კეხის რენტგენის გაკეთება;
·         სისხლის პლაზმაში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის გაკონტროლება;
·         თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფიზის ამოკვეთის შემთხვევაში სტეროიდების მუდმივი მიღება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ