კუპეროზი ვითარდება კანის წვრილი სისხლძარღვების გაფართვოებით და დაწყვეტით

0
655
#image_title

კუპეროზი – დაავადება ხასიათდება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევით, რომელიც ვითარდება კანის წვრილი სისხლძარღვების გაფართვოებით და დაწყვეტით.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება;
·         რაციონში ცხარე და ცხელი საჭმელის გამოყენება;
·         ხანგრძლივი მწეველობა;
·         სპირტიანი სასმელების ჭარბი გამოყენება;
·         ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება;
·         სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი პრეპარატების ხანგრძლივად მიღება;
·         სტრესული სიტუაციების გამო აწეული წნევა.

სიმპტომები
დაავადებისას სახეზე ჩნდება წვრილი სისხლძარღვები ვარსკვლავების ფორმით. ლოკალიზდებიან ცხვირის, ლოყების, ყვრიმალების არეში. მათი შეფერილობა შეიძლება იყოს მკრთალი წითელი ან მოლურჯო-წითელი.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს კოსმეტოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა პაციენტის დათვალიერება. რიგ შემთხვევებში ტარდება ჰისტოლოგიური ანალიზი.

მკრუნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         კანის რბილ, გამწმენდ საშუალებებს;
·         მკვებავ, დამატენიანებელ საცხებს;
·         თეთრი თიხის სამკურნალო ნიღბებს.
კუპეროზის მოცილება ხდება შემდეგი საშუალებებით:
·         ელექტროკოაგულაცია;
·         მიკროსკლეროთერაპია;
·         მეზოთერაპია;
·         ლაზერული თერაპია;
·         ფოტოთერაპია;
·         ოზონოთერაპია;
·         ვიტამინოთერაპია;
·         სამკურნალო პლასტიკური მასაჟი.

საშიშროება
კუპეროზმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, კანის ფერის გაუარესება.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         ღია  ფერის კანის მქონე პირები;
·         მგრძნობიარე კანის მქონე პირები;
·         სუსტი სისხლძარღვების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მხოლოდ თბილი წყლით დაბანა;
·         მზისდამცავი საშუალებების გამოყენება;
·         კანის მოვლის საშუალებებში სპირტის არსებობის გამორიცხვა;
·         კანის მოვლის უხეში საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმა;
·         ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისთვის თავის არიდება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ