კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება. წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ დაავადება

0
44
#image_title

კოლიტი  – ეს არის მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება. წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ დაავადებას, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს კუჭის და თხელი ნაწლავის ლორწოვანის ანთება, რაც იწვევს გასტროენტეროკოლიტს.

მიზეზები
·         ნაწლავის მწვავე კოლიტი – ვითარდება ბაქტერიული ფლორით, არასწორი კვებით, რომელსაც ახლავს გასტრიტი და ენტერიტი.
·         ქრონიკული კოლიტი – პროვოცირება ხდება ნაწლავის დისბაქტერიოზით, არასწორი კვებით, ხშირი სტრესით.
·         გრანულომატოზური – ვითარდება კრონის დაავადებისას, წარმოადგენს მემკვიდრეობით დაავადებას.
·         რადიაციული – წარმოიქმნება იონიზირებული რადიაციით. უვითარდება პირებს, რომლებიც გადიან სხივურ თერაპიას.
·         მედიკამენტური – წარმოიქმნება მედიკამენტების მასიური მიღებით.
·         იშემიური –  წარმოიქმენება მსხვილ ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.
·         ნაწლავის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი – გამოირჩევა ლორწოვანი გარსის წყლულით.

სიმპტომები
·         გაფანტული «მიგრირებადი» ტკივილი მუცლის არეში;
·         შებერილობა;
·         დიარეა, თხელი განავალი ლორწოს ან სისხლის ნარევით;
·         ღებინება, სისუსტე.
კოლიტის სიმპტომები ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ.

დიაგნოსტიკა
დიფერენციალურ დიაგნოსტიკას უკეთებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ახალ წარმონაქმნებს, დისკინეზიას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანომალიას (ბავშვებში).
გროვდება ანამნეზი, ითესება კალა პარაზიტებისა და ბაქტერული ფლორის გამოსაკვლევად.
დეტალური გამოკვლევისთვის ტარდება კოპროგრამა, კოლონოსკოპია, რეტონომანოსკოპია, გასტროსკოპია, ირიგოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მისი წარმოშობის მიზეზზე.
·         ბაქტერიული ან ინფექციური წარმოშობის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები (გამაღიზიანებლის მიხედვით), მაგალითად მეტრონიდაზოლი.
·         თუ კოლიტი წყლულოვანია, მკურნალობა მოიცავს დაავადების გადაყვანას რემისიის სტადიაში.
მკურნალობისას ასევე გამოიყენება პრობიოტიკები, სპაზმოლიტიკები, ენტეროსორბენტები, მძიმე შემთხვევებისას ინიშნება გლუკოკორტიროიდული ჰორმონები.

დიეტა
ინიშნება დიეტა № 4, რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს. დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.

საშიშროება
შესაძლებელია პერიტონიტის, ანემიის განვითარება. ასევე თხელი ფეკალური მასის ხშირი გამოყოფით შეიძლება განვითარდეს პარაპროქტიტი, სწორი ნაწლავის ბზარები.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან არასწორი კვების მქონე პირები და ადამიანები, ვინც არ იცავს პირადი ჰიგიენის წესებს.

პროფილაქტიკა
დაბალანსებული კვება და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ