კახესია – ორგანიზმის გამოფიტვა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება

0
458
კახესია - ორგანიზმის გამოფიტვა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება
#post_seo_title

კახესია – ორგანიზმის გამოფიტვა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება.

კახესია – ორგანიზმის გამოფიტვა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები

კახესია არის ორგანიზმის გამოფიტვის მდგომარეობა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება. ეს მდგომარეობა ხშირად უკავშირდება ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე, გულის უკმარისობა და ქრონიკული თირკმლის დაავადებები.

კახესია განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მასის სწრაფი დაკლება, რომელიც არ არის დამოკიდებულია მხოლოდ საკვებზე. ორგანიზმში დეფიციტი და მიკროელემენტების ნაკლებობა იწვევს შინაგანი ფუნქციების დარღვევას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია
·         შიმშილი;
·         ცუდი კვება;
·         საყლაპავის დაზიანება;
·         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება;
·         ინტოქსიკაცია;
·         ანორექსია;
·         ჩირქოვანი პროცესები;
·         დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებები;
·         ამილოიდოზი;
·         გულის უკმარისობა;
·         ენდოკრინული დაავადებები;
·         ონკოლოგიური პროცესები.

სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         ორგანიზმის გამოხატული სისუსტე;
·         შრომისუნარიანობის დაქვეითება;
·         ქრონიკული დაღლილობა;
·         წონის მკვეთრად დაკარგვა;
·         სხეულის შეშუპება;
·         გაუწყლოება;
·         კანის მოდუნება;
·         კანის გაუფერულება;
·         კანის დანაოჭება;
·         თმისა და ფრჩხილების პრობლემები;
·         კბილების დაცვენა;
·         შეკრულობა;
·         პერისტალტიკის დარღვევა;
·         სტომატიტი;
·         ძილიანობა;
·         დეპრესია;
·         ანემია;
·         ჩიყვი;
·         სისხლის ცირკულაციის მოცულობის შემცირება;
·         ამენორეა ქალებში;
·         მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;
·         არტერიული წნევის დაცემა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         კახექსიის მაპროვოცირებელი დაავადებების გამოვლენა;
·         სისხლის საერთ ანალიზი;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         სისხლის ანალიზი ჰორმონებზე;
·         სისხლის ანალიზი შიდსის გამოსავლენად;
·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         კახექსიის მაპროვოცირებელი დაავადებების აღმოფხვრას;
·         რეგულარულ და სრულფასოვან კვების რეჟიმს;
·         პოიფერმენტული პრეპარატების მიღებას;
·         გლუკოზის, ვიტამინების, ელექტროლიტების, ცილოვანი ჰიდროლიზატების, ამინომჟავას ნარევების პარენტერალუერ შეყვანას;
·         ანაბოლიური ჰორმონების თერაპიას;
·         აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს.
თანადროული და ადეკვატური მკურნალობის შედეგი დადებითია.

  სკლეროდერმია

საშიშროება
კახექსიის მთავარი საშიშროება მდგომარეობს ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესებაში, რაც საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სრულფასოვანი კვება;
·         ფიზიკური ვარჯიშები.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ