კატარაქტა

0
118

კატარაქტა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თვალის ლინზის გამჭვირვალობის დარღვევა. კატარაქტა შეიძლება განვითარდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე. კატარაქტა წარმოადგენს თვალის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას მოხუცებში, რომლის მკურნალობას დიდი დრო სჭირდება.

მიზეზები
კატარაქტას გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         მოხუცებულობა;
·         ენდოკრინული ჯირკვლის ანთებითი პროცესები;
·         თვალების ტავმები ან დაავადებები;
·         ხანგრძლივი ულტრაიისფერი ან სინათლის დასხივება;
·         ინტოქსიკაცია;
·         ორგანიზმში ანტიოქსიდანტების უკმარისობა.
ბავშვებში კატარაქტა ძირითადად თანდაყოლილია და ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         საგნების გაორება (დიპლოპია);
·         მხედველობის გაუარესება (ახლომხედველობა);
·         თვალების დაბინდვა;
·         მკვეთრი მხედველობის დაკარგვა;
·         ღამის პერიოდში ნაპერწკლების გაჩენა თვალებში;
·         საგნების მოყვითალო შეფერილობით დანახვა;
·         მძაფრი შუქისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         ვიზომეტრიას;
·         პერიმეტრიას;
·         ფერებზე ტესტირებას;
·         ბიომიკროსკოპიას;
·         ტონომეტრიას;
·         ოფთალმოსკოპიას;
·         თვალის ულტრა-ბგერით სკანირებას;
·         რეფრაქტომეტრიას;
·         თვალის ულტრა-ბგერით ბიომიკროსკოპიას;
·         ელექტროოკულოგრაფიას.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         თვალის წვეთებს;
·         ფიზიოთერაპიას;
·         ოპერაციულ ჩარევას.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობა გამოიწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა:
·         თვალის ბადურის დაშლა;
·         მეორადი გლაუკომა;
·         სრული სიბრმავე.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         მოხუცები;
·         შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
·         ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების;
·         თვალების დაავადებების, ტრავმების ან ოპერაციების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
·         თვალების დაცვა ულტრაიისფერი დასხივებისგან;
·         კომპიუტერთან მუშაობისას დამცავი სათვალის გამოყენება და ყოველ 45 წუთში შესვენება;
·         პრეპარატების მიღება, რომლებიც შეიცავენ მხედველობის გასაუმჯობესებელ ვიტამინებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ