კაპოშის სარკომა – კანის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ვითარდება მასში არსებული ლიმფური და სისხლძაღვების ენდოტელიისგან

0
45

კაპოშის სარკომა  – კანის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ვითარდება მასში არსებული ლიმფური და სისხლძაღვების ენდოტელიისგან. ასევე შეიძლება დაავადდეს ლიმფური კვანძები და პირის ლორწოვანი გარსი.

მიზეზები
·         სოკოვანი მიკოზი;
·         ჰოჯკინის დაავადება;
·         ლიმფოსარკომა;
·         მიელომური დაავადება.

სიმპტომები
·         კაპოშის კლასიკური სარკომა – წვივების, ტერფების და მტევნების ადგილებში კანზე მოწითალო-მოლურჯო ფერის ლაქების გაჩენა;
·         კაპოშის ეპიდერმიული სარკომა – წარმოადგენს შიდსის სინდრომს, ხასიათდება ზედა კიდურებზე ლიმფული კვანძების გადიდებით და წყლულოვანი შესიებული ადგილების გაჩენით;
·         კაპოშის ენდემური სარკომა – კანის ცვლილება ფაქტიურად არ ხდება, ზიანდება ლიმფური კვანძები და შინაგანი ორგანოები.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         წარმონაქმნების ბიოპსია;
·         ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
·         სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევა;
·         აივ-ინფექციაზე ანალიზი.
შინაგანი ორგანოების პათოლოგიების გამოსავლენად შესაძლოა დაინიშნოს:
·         გულისა და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         გასტროსკოპია;
·         ფილტვების რენტგენი;
·         ჩონჩხის სცინტიგრაფია;
·         თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა
·         სხივური თერაპია;
·         კრიოთერაპია;
·         ქიმიოთერაპიული პრეპარატები;
·         ციტოსტატიკების შემცველი საცხები;
·         პოლიქიმიოთერაპია.

რისკის ჯგუფი
·         აივ-ინფიცირებულები;
·         მოხუცები;
·         გადანერგილი ორგანოების მქონე ადამიანები;
·         ხანგრძლივი იმუნოსუპრესიული თერაპიის მიმღები ადამიანები.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ