კანის სოკო – გავრცელებული სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია პარაზიტული, პათოგენური სოკოს უჯრედებით

0
44

კანის სოკო (მიკოზი) – გავრცელებული სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია პარაზიტული, პათოგენური სოკოს უჯრედებით. ადამიანის სხეულში მოხვედრილი სოკოს სახოება განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობის ხასიათს. გამოყოფენ კანის, ტერფის, თმიანი საფარის სოკოს.

მიზეზები
სოკო კანზე შეიძლება გაჩნდეს შემდეგ შემთხვევაში:
·         კანის ხშირი მიკროტრავმების დროს;
·         კანის ჭარბი ოფლიანობის ან სინოტივის დროს.
დაავადებულისგან სოკო შეიძლება გადამდები იყოს:
·         საერთო პირსახოცის, ღრუბელის და აბაზანის სხვა ნივთების გამოყენებისას;
·         მანიკურისთვის განკუთვნილი გამოუხარშავი ხელსაწყოებით;
·         ფეხსაცმლით;
·         საზოგადოებრვი ტუალეტებში, აბანოებში, საუნებში, გასახდელებში.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათბელი სიმპტომებია:
·         კანის ძლიერი დახეთქვა;
·         ტერფებზე და თითებს შორის ქავილი;
·         გამონაყარის გაჩენა;
·         მიკროტრავმების გაჩენა (წყლული, ნაპრალები) კანზე;
·         ბუშტუკებისმაგვარი გამონაყარი.
ფეხის სოკოსთვის დამახასიათებელია არასისიამოვნო სუნი.

დიაგნოსტიკა
კანის სოკოს სამკურნალოდ საჭიროა:
·         კანის საფარის კულტურალური გამოკვლევა;
·         ქავილის ადგილებში კანის საფარის მიკროსკოპული გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მალამოების წასმა (დიფლუკანი, ლამიზილი, ორუნგალი – ითვლება ყველაზე ეფექტურ პრეპარატებად);
·         აეროზოლის გამოყენება;
·         იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მიღება.

საშიშროება
დაავადების საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არ ახასიათებს აშკარა ანთებითი პროცესი. ამიტომ ხშირ შემთხვევაში დაავადება ხდება ქრონიკული.
·         დაავადება ვრცელდება კანიდან თმაზე, ფრჩხილებზე და შინაგან ორგანოებზეც კი;
·         არსებობს ვირუსული და ბაქტერიალური დაავადებების წარმოშობის საშიშროება;
·         არსებობს სისხლძარღვების პათოლოგიის განვითარების საშიშროება;
·         არსებობს ალერგიული რეაქციების წარმოშობის საშიშროება (ბრონქიალური ასთმის განვითარებით).

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         სპორტსმენები (ფეხბურთელები, ათლეტები, მოცურავეები), რომელბიც ხშირად იყენებენ საერთო გასახდელს, საშხაპე კაბინებს;
·         სამხედრო მოსამსახურეები და მეზღვაურები (რომლებიც იძულებულნი არიან ატარონ სპეც-ფორმის მძიმე ფეხსაცმელი);
·         ჭარბი ოფლიანობის მქონე ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს.

პროფილაქტიკა
კანის სოკოსგან თავის დასაცავად საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა, სხვისი პირადი ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ