იმპოტენცია – დაავადება, რომლის დროს მამაკაცებს უქვეითდებათ სქესობრივი ფუნქცია და არ შეუძლიათ სქესობრივი აქტის შესრულება. აღნიშნული პრობლემა მათ უჩნდებათ 40-70 წლის ასაკში.
გამოიყოფა:
· ერექტილური იმპოტენცია;
· ეაკულატორული იმპოტენცია.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ფსიქოლოგიური ტრავმები, ხშირი სტრესი, დეპრესია;
· ჰიპოგონადიზმი;
· ათეროსკლეროზი;
· შაქრიანი დიაბეტი;
· სასქესო ორგანოს ტრავმები;
· გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
· გადატანილი ინსულტი;
· ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმები;
· გაფანტული სკლეროზი;
· ხერხემალშორისი თიაქარი;
· არასწორი კვება;
· გარკვეული პრეპარატების გამოყენება.
სიმპტომები
· სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება;
· სუსტი ერექცია ან მისი საერთოდ არ ქონა;
· ნაადრევი ეაკულაცია, ეაკულაცია სუსტი ერექციის დროს;
· ერექციის შეკავების შეუძლებლობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ანდროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· ფსიქოსოციალურ გამოკვლევას;
· სასქესო ორგანოს სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას;
· სასქესო ორგანოების რადიოიზოტოპურ სკანირებას.
პარალელურად ხდება პროსტატის გამოკვლევა, დგინდება სისხლში ტესტასტერონის დონე.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ვაკუუმურ თერაპიას;
· ქირურუგიულ მკურნალობას;
· სათესლე ჯირკვლის მასაჟს;
· ერექციის მოსამატებელ პრეპარატებს;
· ინექციურ ფარმაკოთერაპიას.
დიეტა
პაციენტის რაციონში უნდა შედიოდეს:
· რძე (განსაკუთრებით თხის);
· თაფლი;
· მცენარეული ზეთი;
· პომიდორი, სტაფილო;
· ალაო;
· ნიორი, ბოლქვიანი ხახვი;
· ნიახური;
· ფინიკის ჩირი, ნუში, ფისტაშკები.
აუცილებელია გამოირიცხოს თეთრი ფქვილით და თეთრი შაქრით მომზადებული პროდუქტები.
რისკის ჯგუფი
· მძღოლები, ველომრბოლელები;
· ჭარბწონიანები;
· ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულები;
· შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ფიზიკური ვარჯიშის შესრულება (ადგილზე სირბილი, ბუქნები, ფეხების მოხრა);
· არტერიული წნევის გაკონტროლება;
· დღე-ღამეში არანაკლებ 7-8 საათი ძილი.