დიფტერია – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ფიბროზული ანთებით დაზიანებულ ადგილებში

0
384

დიფტერია  – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ფიბროზული ანთებით დაზიანებულ ადგილებში.
ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით გამოიყოფა:
·         ცხვირ-ხახის დიფტერია;
·         კრუპის დიფტერია (აზიანებს ტრაქეებს, ბრონქბს);
·         ლორწოვანი გარსის დიფტერია (თვალების, სასქესო ორგანოების კანის);
·         სხვადასხვა ორგანოების კომბინირებული დაავადებები.
ბავშვების 90%-ში დიფტერია აზიანებს საყლაპავს.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ადამიანის ორგანიმზში Corynebacterium diphtheriae-ტიპის ბაქტერიის მოხვედრით.
იგი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე სქესობრივი გზით, პირადი თუ საყოფაცხოვრებო მოხმარების საერთო ნივთების გამოყენებით. ზოგჯერ ბაქტერიას შეიცავს რძე და რძის პროდუქტები, რაც იწვევს დიფტერიის აფეთქებას.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან;
·         ძლიერი ყელის ტკივილი (განსაკუთრებით ყლაპვის დროს);
·         ყელის, ხორხის შეშუპება;
·         თავის ძლიერი ტკივილები;
·         გულის რევა, ღებინება;
·         თვალის კანის შესიება;
·         კანზე წყლულების გაჩენა;
·         ყეფვის მსგავსი ხველა;
·         ხმის ჩახლეჩვა;
·         ყელის ლიმფური კვანძების გადიდება;
·         გართულებული სუნთქვა;
·         სასქესო ორგანოებიდან ჩირქიანი გამონადენი, ტკივილი შარდვის დროს.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი და ნიშნვს:
·         ლორწოვანი ნაცხის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა;
·         პჯრ-დიაგნოსტიკა;
·         ნაცხის დათესვა;
·         ლარინგოსკოპია.
ასევე შეიძლება საჭირო გახდეს კარდიოლოგისა და ნევროლოგის გამოკვლევები.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიტოქსიკური პრეპარატების შეყვანა;
·         С ვიტამინის და გლუკოზის შემცველი პრეპარატები;
·         პლაზმაფარეზი;
·         ანტიბიოტიკოთერაპია (გართულებების განვითარების ალბათობის შემთხვევაში).
დიფტერიის სამკურნალოდ ბავშვებშიც და ზრდასრულებშიც გამოიყენება ერთი და იგივე პრეპარატები.

დიეტა
დაავადების მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა გამოიყენოს თხევადი და ნახევრად თხევადი საკვები, საჭიროა ცხიმიან საკვებზე უარის თქმა.

საშიშროება
დაავადების უყურადღბოდ დატოვება იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         ინფექციურ-ტოქსიკურ შოკს;
·         თირკმლის უკმარისობას;
·         ნევრიტს;
·         მიოკარდიტს;
·         ტოქსიკურ ნეფროზს.
დაავადების ტოქსიკური და ჰიპერტოქსიკური ფორმისას არსებობს ლეტალური შედეგის დადგომის საშიშროება.

რისკის ჯგუფი
·         ქრონიკული ანთებისა და გლანდების ხშირი პრობლემების მქონე პირები;
·         7 წლის ასაკის ბავშვები;
·         40 წელს გადაცილებულები;
·         საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია ვაქცინაციის ჩატარება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ