დისლექსია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება, რომელსაც ბავშვები აწყდებიან სწავლის დროს

0
77

დისლექსია – დაავადება, რომელიც ხასიათდება კითხვის და მოსმენილის გაგების გართულებაში, თუმცა ამ დროს მხედველობისა და სმენის ფუნქცია დარღვეული არ არის. დისლექსია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება, რომელსაც ბავშვები აწყდებიან სწავლის დროს.
გამოიყოფა დისლექსიის შემდეგი ფორმები:
·         ფონემატიკური დისლექსია – ხასიათდება სიტყვაში ერთ ფონემის შეცვლით ან ფონემის გადანაცვლებით, ბგერების არევით.
·         სემანტიკური დისლექსია (მექანიკური კითხვა) – გამოიხატება წაკითხული სიტყვების, წინადადებების, ტექსტების გაგების დარღვევაში.
·         აგრამატიკული დისლექსია – გამოიხატება სიტვათშეთანხმებების დაბოლოებების შეცვლაში.
·         ოპტიკური დისლექსია –  ხასიათდება ერტგვარი ჩანაწერის მქონე ასოების გათავისებით.
·         მნესტიკური დისლექსია – მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვს არ ესმის როგორი ასო შეესაბამება ამა თუ იმ ბგერას.

მიზეზები
ბევრი ადამიანი დაინტერესებულია დისლექსიის მკურნალობის საკითხით, თუმცა მეცნიერებს ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი მკურნალობის მექანიზმი, მაგრამ ითვლება , რომ დაავადების ძირითადი ფაქტორებია:
·         ნეირობიოლოგიური მიზეზები (თავის ტვინის მარცხენა ზედა ნაოჭების აქტივობის შესუსტება, ტვინის ქსოვილის სიმტკიცის დაბალი მაჩვენებელი თავის ტვინის უკანა შუა ზედა ნაოჭებში);
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         თავის ტვინის ტრავმები.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ნელი კითხვა (ბგერების ან ასოების მიხედვით);
·         ბავშვი ცდილობს გაარკვიოს რა წერია, უშვებს შეცდომებს, რაც გამოიხატება ასოების გამოტოვებაში ან შეცვლაში;
·         წაკითხულის ცუდად გაგება.
დისლექსიის პირველი ნიშნები ვლინდება სწავლის დასაწყისშივე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ლოგოპედი და ნიშნავს შემდეგ გამოკვლევებს:
·         სპეციალური ტესტები კითხვის უნარების გასარკვევად;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას;
·         თავის ტვინის პოზიტრონულ-ემისიონურ ტომოგრაფიას.

მკურნალობა
დისლექსიის მკურნალობის მეთოდი ყველა ბავშვისთვის ირჩევა ინდივიდუალურად. ხშირად დისლექსიის სამკურნალოდ საკამრისია ლოგოპედის გაკვეთილებზე ხშირი ვიზიტი, მაგრამ რიგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია.

საშიშროება
დისლექსია შეიძლება გახდეს ბავშვის სკოლაში დაბალი მოსწრების მიზეზი და ასევე ჩამოუყალიბოს არასრულფასოვნების განცდა.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ბავშვებისთვის პატარაობიდანვე წიგნების წაკითხვა და ინფორმაციის ხმოვანი ფორმით მიღების მიჩვევა;
·         სკოლამდე ასაკაში კითხვის სწავლება;
·         დაავადების პირველივე ნიშნების აღმოჩენისას ლოგოპედთან მისვლა.

ფოტო: Shutterstock.com

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ