დამბლა (პლეგია) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს მოძრაობის დარღვევა, რაც გამოწვეულია კუნთების ინერვაციით

0
95

დამბლა (პლეგია) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს მოძრაობის დარღვევა, რაც გამოწვეულია კუნთების ინერვაციით.
გამოიყოფა დამბლის შემდეგი სახეობები:
·         საბავშვო ცერებრიალური დამბლა;
·         ძილის დამბლა – მდგომარეობა, როცა ძილის დროს არ ფიქსირდება დამბლა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ტრავმები;
·         არასწორი მეტაბოლიზმი;
·         ინფექციური დაავადებების გართულება;
·         ორგანიზმის ძლიერი ინტოქსიკაცია;
·         ონკოლოგიური დაავადებები;
·         კვების დარღვევა;
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         თანდაყოლილი გართულებები.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
·         სიარულის ცვლილება, კუნთების სისუსტე, დაცემის შემდეგ წამოდგომის შესაძლებლობის არქონა;
·         თვალების ერთ ან მეორე მხარეს მიტრიალება, სიელმის განვითარება;
·         გადაბმული, ცხვირისმიერი საუბარი;
·         გაურკვეველი საუბარი, რომლის დროს ენა ვარდება პირიდან და იხრება გვერდით.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ქიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         სისხლის საერთ, ტოქსიკოლოგიური ანალიზი;
·         ელექტრონეირომიოგრაფია;
·         ელექტროენცეფალოგრაფია;
·         თავისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         მაგნიტო-რეზონანსული ანგიოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანგიოპროტექტორებს;
·         ნოოტროპულ პრეპარატებს;
·         ანტიბიოტიკებს;
·         ნეიროტროფიკულ პრეპარატებს;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         А, В, С ჯგუფის ვიტამინებს;
·         სამკურნალო მასაჟს და ვარჯიშს.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         საშარდე სისტემის დაავადებები;
·         ქვედა კიდურების ვენების თრომბოზი;
·         სახსრების კონტრაქტურა, ანკილოზი.

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:
·         ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა;
·         კვების რეჟიმის დაცვა;
·         არტერიული წნევის კონტროლი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ