გრიპი  – სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე საშიში და რთული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით. ის გადაეცემა ჰაერ-წვეთოვან გზით

0
374

გრიპი  – სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე საშიში და რთული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით. ის გადაეცემა ჰაერ-წვეთოვან გზით. დროდადრო დაავადება ვრცელდება პანდემიის და ეპიდემიის სახით.

მიზეზები
დაავადების დროს ზიანდება ცხვირი, ყელი და ფილტვები. გრიპის ვირუსი აქტიურდება ზამთრის პერიოდში.
გრიპის ძირითადი მიზეზებია:
·         დავირუსებული ჰაერის ჩასუნთქვა (დაავადებული ადამიანის მიერ დაცემინების ან დახველების შედეგად ჰაერში გავრცელებული ვირუსი);
·         იმ ნივთებთან კონტაქტი, რომლებსაც შეეხო დაავადებული.

სიმპტომები
გრიპისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსამდე);
·         თავის ტკივილი;
·         სახსრებში ტეხვა;
·         ჭარბი ოფლდენა;
·         ყელის ტკივილი;
·         გულმკერდის არეში ტკივილი;
·         სურდო;
·         ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა;
·         ხველა.
გრიპის გართულებული ფორმებისას აღინიშნება:
·         ღებინება;
·         ცხვირიდან სისხლდენა;
·         კრუნჩხვები;
·         ჰალუცინაცია.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი და ნიშნავს:
·         ყელ-ყურ-ცხვირის ნაცხის ანალიზს;

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;
·         ანტივირუსულ პრეპარატებს;
·         სისხლძარღვების შემავიწროვებელ საშუალებებს;
·         ამოსახველებელ და ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს;
·         პოლივიტამინებს;
·         ბალახეული ნაყენის ინჰალაციებს;
·         იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.
მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ვიტამინიზირებული სითხეების მიღება და კენკროვანების ნაყენი.
ბავშვებში გრიპის დროს რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმი.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ფილტვების ანთება;
·         ბრონქიტი;
·         ბრონქოლიტი;
·         სმენის დაქვეითება;
·         ცხვირის ლორწოვანის ატროფია;
·         რეიეს სინდრომი;
·         მენინგიტი;
·         ენცეფალიტი.
გრიპის ზოგიერთი სახეობა იწვევს ლეტალურ შედეგს, რაც გამოწვეულია ინტოკსიკაციით, ტვინში სისხლის ჩაქცევით ან გულისა და ფილტვის უკმარისობით.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         50 წელს ზევით ადამიანები;
·         2 წლამდე ბავშვები;
·         სკოლამდელი ასაკის ბავშვები;
·         ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები;
·         ფეხმძიმე ქალები;
·         ადამიანები, ვისაც აწუხებს ენდოკრინული სისტემის, თირკმელების, სისხლის დაავადებები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ვაქცინაციის ჩატარება (კუნთში ინექცია ან ცხვირში ჩაწვეთება);
·         იმუნოგამაძლიერებელი პრეპარატების მიღება;
·         C ვიტამინის მიღება;
·         ინფექციური გრიპის გავრცელების პერიოდში ხალხის თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება;
·         სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მუდმივად განიავება;
·         გრიპით დაავადებულთან კონტაქტისას დამცავი ნიღაბის გაკეთება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ