გისის კონის ბლოკადა

0
322

გისის კონის ბლოკადა– ეს საშიში დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია იმპულსის დარღვევასთან, რაც აუცილებელია გულის სწორი მუშაობისთივს. ასეთი დაავადება 40 წელს გადაცილებული ადამიანების 4,5%-ში გვხვდება. რისკის ჯგფში არიან მამაკაცები. ხშირად ავადმყოფობის პროვოცირებას ახდენს ტრანსმუალური ეფექტი. უკანა ინფარქტისას ფიქსირდება ნაწილობრივი ბლოკადა.
ბლოკადის სახეობები:
·         გისის მარჯვენა კონის ბლოკადა;
·         გისის კონის არასრული ბლოკადა;
·         გისის მარცხენა კონის ბლოკადა;
·         გისის კონის სრული ბლოკადა.

მიზეზები
გისის კონის ბლოკადის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         გულის სარქველების ანომალიები (მანკები);
·         გადატანილი მიოკარდის ინფარქტი;
·         ჰიპერტონიული დაავადება;
·         დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილება;
·         წინაგულის ძგიდის დეფექტი;
·         პარკუჭთშუა ძგიდის დეფექტი;
·         გულის მანკები, რომლებიც იწვევს მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვას.
აღნიშნული დაავადების პროვოცირებას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
·         სასუნთქი გზების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადებები;
·         წანაზარდები გულზე;
·         გულმკერდის უჯრედების ტრავმა;
·         პროგრესირებადი ტიპის კუნთოვანი დისტროფია;
·         მედიკამენტოზური გადაჭარბება;
·         სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა.

დაავადების სიმპოტმები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ტკივილი გული არეში;
·         რითმის დარღვევა;
·         გულის ტონალობების მოსმენისას აშკარა ცვლილებების დაფიქსირება;
·         საერთო დისკომფორტი.
უნდა აღინიშნოს, რომ დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს სიმპტომების გარეშე. ასევე პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს პაციენტისთვის ელექტროკარდიოგრამის ჩატარებისას.
დიაგნოსტიკა
დიდაგნოსტიკა ითვალისწიენებს:
·         გამოცდილ კარდიოლოგთან ვიზიტს;
·         გულის ულტრა-ბგერით გამოკვლევას, ექოსკოპიას;
·         ელექტროკარდიოგრამას.

დაავდების მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         მედიკამენტოზურ თერაპიას;
·         ვიტამინების კომპლექსის მიღებას;
·         დიეტას (ცხიმიანი და ტკბილი საკვების შეზღუდვით);
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         ელექტროკარდიოსტიმულატორის დაყენებას – პატარა ხელსაწყო, რომელიც ახდენს გულის რითმის სწორ გენერირებას.

საშიშროება
დაავადებას შეიძლება მოჰყვეს შემდეგი გართულებები:
·         გულის უკმარისობა;
·         ინსულტი;
·         ტრომბოემბოლიური გართულებები;
·         სრული ბლოკადის გამო მოულოდნელი სიკვდილი.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         კარდიოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         სრულფასოვანი კვება;
·         სტრესის გამორიცხვა;
·         საკურორტო-სანატორიული დასვენება;
·         დღის რეჟიმის დაცვა;
·         ოპტიმალური ფიზიკური დატვირთვა;
·         ალკოჰოლსა და სიგარეტზე უარის თქმა;
·         წამლების მიღება ექიმის კონტროლის ქვეშ;
·         ბლოკადის მაპროვოცირებელი დაავადებების გაჩენისთანავე ექიმთან მისვლა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ