გირსუტიზმი: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

0
363
გირსუტიზმი: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა
#post_seo_title

გირსუტიზმი: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

გირსუტიზმი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქალის სხეულსა და სახეზე ჭარბთმიანობა, რაც ანდროგენდამოკიდებულად ითვლება.

გირსუტიზმის მიზეზები ძირითადად ჰორმონალურ დისბალანსს უკავშირდება. ხშირად ეს მდგომარეობა გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

  • პოლიcისტური კვერცხის სინდრომი (PCOS) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც ქალებში ჰორმონალურ აშლილობებს იწვევს.
  • ენდოკრინული პრობლემები – ისეთი დაავადებები, როგორიცაა ადრენალური ჰიპერპლაზია და კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები.
  • გენეტიკური ფაქტორები – ზოგჯერ გირსუტიზმი მემკვიდრეობით გადადის და ოჯახებში ხშირად ვლინდება.
  • დიეტა და ცხოვრების წესი – სწორი კვება და სტრესის კონტროლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გირსუტიზმის პროფილაქტიკაში.

თმის სიჭარბე აღინიშნება შემდეგ ადგილებში:

·         ზედა ტუჩზე;
·         ნიკაპზე;
·         ლოყებზე;
·         ყურებზე;
·         ზურგის, მკერდის ზედა ნაწილზე;
·         მუცლის ქვედა ნაწილზე;
·         თეძოების შიდა ნაწილში.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ქალის ორგანიზმში ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) მომატების შედეგად. დაავადების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ გირსუტიზმის შემდეგი ფორმები:
·         ნეიროენდოკრინული – წარმოიშობა ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევების შედეგად, რაც იწვევს მამაკაცური ჰორმონების გამომუშავების გაზრდას;
·         კონსტიტუციონალური (ოჯახური) – წარმოიქმნება 5-ალფა-რედუქტაზის გაზრდილი აქტივობით (ფერმენტი, რომელიც მონწილეობს სტეროიდული ჰორმონების გამომუშავებაში);
·         იატროგენული (წამლიანი) – წრმოიქმენება ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღების გამო (გლუკოკორტიკოიდები, ანაბოლიური სტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები).
ანდროგენების გაზრდაზე გავლენას ახდენენ შემდეგი ფაქტორები:
·         კუშინგის სინდრომი;
·         თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქცია;
·         ჰიპოთირეოზი;
·         პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
·         საკვერცხეების ჰიპერთეკოზი.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         თმის საფარის გამუქება და გაუხეშება
·         ქალებისთვის უჩეულო ადგილებში თმის ზრდა;
·         კანის გაცხიმიანების ზრდა;
·         აკნეს წარმოქმნა;
·         ალოპეცია (გამელოტება) თავზე;
·         მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა(არარეგულარული, მწირი გამონადენი, 3 თვის მანძილზე მენსტრუაციის არ ქონა);
·         ბავშვის ჩასახვის შეუძლებლობა;
·         ხმის დაბოხება;
·         კუნთების მასის გაზრდა;
·         სარძევე ჯირკვლების ზომის შემცირება;
·         სასქესო ბაგეების დაპატარავება და კლიტორის გაზრდა;
·         გაზრდილი ლიბიდო.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
·         თირკმელზედა ჯირკვლების, საკვერცხეების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         საკვერცხეების ლაპარასკოპიას (იძლევა სიმსივნეების გამვლენის საშუალებას).

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ჰორმონალურ პრეპარატებს (ესტოგენებს, ანტიანდროგენებს);
·         პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ საკვერცხეების მიერ ჰორმონების გამომუშავებას;
·         ოპერატიულ ჩარევას (საკვერცხეების სიმსივნეების მოცილება).
არასასურველ თმას აუფერულებენ ან აცილებენ კოსმეტიკური საშუალებებით.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ჰორმონალური დარღვევების გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         წამლების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ