გაჭიანურებული ორსულობა (გახანგრძლივებული ორსულობა) – ორსულობა, რომელიც გრძელდება 42 კვირაზე მეტს. ნორმალური ორსულობა გრძელდება 40 კვირა ბოლო მენსტრუაციიდან ან 38 კვირა ბავშვის ჩასახვიდან.
გაჭიანურებული ორსულობა, რომელიც ცნობილია როგორც გახანგრძლივებული ორსულობა, არის მდგომარეობა, როდესაც ორსულობა გრძელდება 42 კვირაზე მეტ ხანს. ამ შემთხვევაში, ნორმალური ორსულობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 40 კვირაა ბოლო მენსტრუაციიდან ან 38 კვირა ბავშვის ჩასახვიდან. როდესაც ორსულობა გრძელდება ამ პერიოდზე, შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული ყურადღება და მკურნალობა, რათა მშობიარობა უსაფრთხო იყოს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.
მიზეზები
გაჭიანურებული ფეხმძიმობის მიზეზებია:
· გენეტიკური მიდრეკილება;
· ქალის მხრიდან ბავშვის გაჩენის მზაობის არქონა;
· ფსიქიკური ტრავმები;
· ნაყოფის იმუნური სისტემის უმწიფრობა;
· ნაყოფის არასწორი მდგომარეობა საშვილოსნოში;
· ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები;
· С, Р, Е, В ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში;
· გადატანილი აბორტების გართულებები;
· მცირე მენჯის ორგანოების გადტანილი დაავადებები;
· ჰესტოზი;
· ლიპიდური ცვლის დარღვევა.
სიმპრომები
· 40 კვირის ვადისთვის საშვილოსნოს ყელი მომწიფებული არ არის;
· ნაყოფის გარშემო არსებული სითხის რაოდენობის დაკლება;
· პლაცენტას დაბერება;
· არ ფიქსირდება «წინა სამშობიარო» ფონი;
· ამნიომურ სითხეში არის მეკონიუმის ნაკლებობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მეან-გინეკოლოგი. მკურნალობისთვის საჭიროა:
· მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ნაყოფის საკვერცხის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ამნიოცენტეზი;
· ბავშვის მოძრაობის შემოწმება.
მკურნალობა
· ხელოვნური მშობიარობა;
· საკეისრო.
საშიშროება
აღნიშნული პრობლემის გართულებები შეიძლება იყოს:
· სამშობიარო ტრავმები;
· ამნიონური წყლების ბავშვის ფილტვებში დაგროვება;
· ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ბავშვის მძიმე მდგომარეობა;
· ნაყოფის ასფიქსია.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების ქალები;
· ფსიქოლოგიური ტრავმების გადამტანი ქალები;
· დარღვეული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალები;
· ქალები, ვისაც გაკეთებული აქვთ მშობიარობამდე აბორტი;
· ენდოკრინული სისტემის დაავადებების მქონე ქალები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მეან-გინეკოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
· შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ფეხმძიმობის დროს არ უნდა შეიზღუდოს მოძრაობა.