გაცხიმოვნება (სიმსუქნე)

0
46

გაცხიმოვნება (სიმსუქნე) – რთული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სხეულის ცხიმის ჭარბი რაოდენობით დაგროვებას მოიცავს. ეს მხოლოდ კოსმეტიკური საზრუნავი არაა, რადგან სიმსუქნე, სამედიცინო თვალსაზრისით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.  ჩვეულებრივ გაცხიმოვნება გენეტიკური ფაქტორებისა და კვებითი რეჟიმის კომბინაციურ დარღვევასთან ასოცირდება. წონის დაკლებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაზრდილი ფიზიკური აქტივობა, დიეტის დაცვა, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების მიღება დაგეხმარებათ ცხიმოვანი მასის შემცირებაში.
 
სიმსუქნის ფორმები განსხვავდება:

სხეულის მასის მატებით;
ცხიმიანი ქსოვილის ლოკალიზაციით;
ცოცხალი უჯრედების რაოდენობის განსაზღვრით;
წარმოშობით.

 
სიმსუქნის ტიპები:

ენდოკრინული;
ალიმენტარული;
მედიკამენტური;
ცერებრიალური.

 
მიზეზები:

მემკვიდრეობითი ფაქტორი;
დისჰარმონიული პროცესები;
პოლიკისტოზი;
არასწორი კვება, ზედმეტი ჭამა;
არასაკმარისი ძილი;
ორსულობა;
ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი;
ენდოკრინული დაავადებები;
მეტაბოლიზმის დაბალი დონე;
ოსტეოართრიტი;
ხშირი სტრესი;
შიდა სეკრეციის ჯირკვლების მუშაობის დარღვევა.

 
სიმპტომები:

სხეულის მასის გაზრდა;
თავის ტკივილი;
ქვედა კიდურების შეშეუპება;
ძილის დარღვევა;
ქოშინი;
სახსრებისა და ხერხემლის ტკივილი;
არტერიული წნევის აწევა;
გაზრდილი მადა.

 
თუ გაწუხებთ საეჭვო სიმპტომები, მიაკითხეთ ექიმ-დიეტოლოგს!
დიაგნოსტიკა:

სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
ნაცხის ანალიზი (სოკოვანი და ინფექციური დაავადებების);
გლუკოზოტოლერანტობის ტესტი;
ჰორმონალური გამოკვლევა;
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
თავის ქალის რენტგენი;
ზედა და ქვედა კიდურების მაგისტრალური არტერიების დუპლექსური სკანირება;
ელექტროკარდიოგრაფია.

 
მკურნალობა:

ძირითადი დაავადებების მკურნალობა;
მადის დასაქვეითებელი და ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი პრეპარატები;
დაბალანსებული, დაბალკალორიული დიეტა;
სამკურნალო ვარჯიში;
ქირურგიული ჩარევა.

 
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტა დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

თეთრ პურს, ცომეულს;
ცხიმიანი თევზის, ქათმის და საქონლის (ღორის, ცხვრის) ხორცს;
მსუყე წვნიანებს;
ცხიმიან რძის პროდუქტებს;
მაკარონს;
მაიონეზს, მდოგვს, ტკბილეულს;
წვენებს, ბურახს, ალკოჰოლს და გაზიან სასმელს;
კაკაოს, შოკოლადს, თაფლს, მურაბას.

 
რისკ-ფაქტორები:

შაქრიანი დიაბეტი;
ნაღველ-კენჭოვანი დაავადება;
ოსტეოართროზი;
გულის დაავადებები;
მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო;
საშვილოსნოს და მკერდის კიბო;
პროსტატის კიბო.

 
რეკომენდაცია!

დაიცავით სპეციალური დიეტა;
მიიღეთ დღეში 4-5-ჯერ საკვები და დააბალანსეთ ულუფები;
შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშები;
მიიღეთ მეტი სითხე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ