გაფანტული სკლეროზი – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის დაზიანება.
გაფანტული სკლეროზი იმუნური სისტემის ანომალიური ფუნქციონირებით გამოწვეული აუტოიმუნური დაავადებაა. ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს “ბრძოლას” საკუთარი ნერვული სისტემის წინააღმდეგ, რაც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. გაფანტული სკლეროზისას იმუნური სისტემის სამიზნე მიელინის გარსია. ის, ჩვეულებრივ გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს. დაავადების დროს მიელინის გარსი ზიანდება და ვითარდება ნერვების დემიელინიზაცია.
გაფანტული სკლეროზი იწვევს თავისა და ზურგის ტვინის ნერვების დემიელინიზაციას. ამის გამო აქსონები – ნერვული უჯრედების ის ნაწილები, რომლებიც უშუალოდ გადასცემენ იმპულსებს სხვა უჯრედებს – სათანადოდ ვეღარ ფუნქციობენ. მიელინი ისე აკრავს გარს ნერვს, როგორც სადენს იზოლაცია. როცა ფართოდაა გავრცელებული დემიელინიზაციის – მიელინის კარგვის პროცესი, ვითარდება დაავადების კლინიკური სიმპტომები, რადგანაც აქსონების მიერ ნერვული იმპულსების გატარების უნარი შემცირებული ან დაკარგულია. სწორედ დაზიანებული ნერვების ადგილმდებარეობა განსაზღვრავს დაავადების კლინიკურ სიმპტომებს. დემიელინიზაციის არეებში ვითარდება ანთება და შემდგომი დაზიანება, რაც აისახება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით მიღებულ გამოსახულებაზე.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· გენეტიკური მიდრეკილება;
· ხშირი ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები;
· ტოქსკიური ნივთიერებებით მოწამვლა;
· რადიაციული დასხივება;
· თავისა და ზურგის ტვინის ტრავმები;
· ხშირი სტრესული სიტუაცია.
სიმპტომები
· სამოძრაო აქტივობის გაუარესება;
· მგრძნობელობის დაქვეითება;
· კიდურებში ჩხვლეტა და გრძნობის დაკარგვა;
· კოორდინაციის დარღვევა;
· მხედველობის გაუარესება;
· საუბრის შენელება, გაურკვევლობა;
· ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება;
· გაღიზიანებულობა;
· სწრაფი დაღლა;
· საერთო სისუსტე;
· სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ზურგის ტვინის პუნქცია;
· ნევროლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ანტივირუსული პრეპარატები;
· ჰორმონალური თერაპია;
· პლაზმოფარეზი;
· ფიზიოთერაპიული მკურნალობა.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ეპილეპსია;
· პარალიჩი;
· შარდ-სასქესო სისტემის მოშლა;
· დეპრესია;
· თირკმლის უკმარისობა;
· გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება.
რისკის ჯგუფი
· 20-40 წლის ასაკის ადამიანები;
· ქალები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ექიმი-ინფექციონისტის კონსულტაცია;
· ექიმი-ნევროლოგის კონსულტაცია;
· ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;
· დაბალანსებული კვების ქონა.