ბურსიტი

0
22
xr:d:DAGCd9ubXew:38,j:2543832841144272381,t:24041513

ბურსიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახსრების ლორწოვანი ნაწილის ანთება. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ხასიათი. იდაყვის სახსრის ბურსიტი წარმოადგენს დაავადების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა სინოვიური აბგის ანთბის შედეგად, რასაც მივყავართ ექსუდატის (ანთბით სითხე) დაგროვებამდე. დაავადების მიზეზებია:
·         სახსრების ტრავმები;
·         სახსრების ხანგრძლივი მექანიკური დაზიანება;
·         მარილების დაგროვება (რევმატოიდული დაავადებების დროს);
·         ჩირქოვანი ანთბით პროცესი;
·         ზოგიერთი დაავადების გართულება.

ბურსიტის სიმპტომები
დაავდებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         იდაყვების სახსრების ბურსიტი– ტკივილი სახსრების არეში, გადიდება, კანის სიწითლე, სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         მუხლის სახსრის ბურსიტი– სახსრის შესიება, სხეულის ტემპერატურის აწევა, საერთო სისუსტე, შემცივნება, მოდუნება;
·         ტერფის ბურსიტი– შესიება ტერფის არეში, შესაძლოა განვითარდეს ქუსლთან;
·         მხარის სახსრის ბურსიტი– მოძრაობის დროს ტკივილი, მხარის შესიება, კუნთის გადიდება, ტკივილი მხარზე შეხებისას;
·         ბარძაყის სახსრის ბურსიტი – თეძოების მოძრაობის დროს ტკივილი, თეძოს ზედა ნაწილის შესიება, დატვირთვის დროს ფეხების სახსრების ტკივილი.
ქრონიკული ბურსიტი გამოირჩევა სიმპტომების ნაკლები გამოხატულებით. ასეთ დროს სახსრებში ჩნდება მრგვალი ფორმის მქონე შესიება სიწითლის და ტკივილის გარეშე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს:
·         საერთო დათვალიერებას;
·         პალპაციურ გამოკვლევას;
·         აბგის პუნქციას;
·         სახსრების რენტგენოგრაფიას;
·         ართროგრაფიას;
·         სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას.
საჭიროა ბურსიტის ართრიტისგან გარჩევა.

ბურსიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         გამაყუჩებელ პრეპარატებს;
·         კორტიკოკოსტეროიდებს;
·         ყინულის კომპრესებს;
·         ანტიბიოტიკებს;
·         ანთებითი სითხის მოცილებას;
·         აბგის დრენირებას;
·         სინოვიური აბგის ქირურგიული გზით მოშორებას.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ქრონიკული ფორმის განვითარებამდე და ისეთი სახის გართულებებამდე როგორიცაა:
·         ოსტეომიელიტი;
·         ართრიტი;
·         ღრმულების წარმოქმნა;
·         სეპსისი.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         სპორტსმენებმა, მძიმე წარმოებებში მომუშავეებმა თავი აარიდონ სახსრების ტრავმებს (დამცავი სახვევების გამოყენება);
·         ინფექციისთვის თავის არიდების მიზნით, საჭიროა პორეზების, სახსრების არეში ტრამვების დროულად დამუშავება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ