ასტიგმატიზმი — მხედველობის დეფექტი, რომელიც გამოწვეულია რქოვანის, თვალის ლინზის ან თვალის ფორმის დარღვევით

0
857
xr:d:DAGCAK4jeKw:55,j:3631451635324615629,t:24041013

ასტიგმატიზმი — მხედველობის დეფექტი, რომელიც გამოწვეულია რქოვანის, თვალის ლინზის ან თვალის ფორმის დარღვევით, რომლის შედეგად ადამიანი კარგავს მკაფიო მხედველობის უნარს.
გამოყოფენ ასტიგმატიზმის შემდეგ სახეობებს:
·                     პირდაპირი ასტიგმატიზმი (ვერტიკალური მერიდიანის გამრუდება);
·                     უკუ ასტიგმატიზმი (ჰორიზონტალური მერიდიანის გამრუდება).
ასევე გამოყოფენ ასტიგმატიზმის შემდეგ ხარისხს:
·                     სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმი — 3 დიოპტრიამდე;
·                     საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმი — 3-დან 6 დიოპტრიამდე;
·                     მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი — 6 დიოპტრიიდან ზემოთ.
წარმოშობის მიხედვით ასტიგმატიზმი იყოფა შემდეგ სახეობებად:
·                     თანდაყოლილი (0.5 დიოპტრიამდე) – გააჩნია ბევრ ადამიანს, თუმცა არ იწვევს დისკომფორტს;
·                     შეძენილი – წარმოიშობა ნაწიბურების ცვლილების შედეგად რქოვანაზე ტრამვის და დაზიანების ან თვალებზე ქირურგიული ჩარევის  შემდეგ.

მიზეზები
ასტიგმატიზმის განვითარების მიზეზებია:
·                     მემკვიდრეობა;
·                     თვალების ტრამვები (გამჭოლი ჭრილობები);
·                     ქირურგიული ჩარევა (კატარაქტის მოცილება);
·                     კერატოკონუსი (რქოვანას დისტროფია);
·                     თვალის ლინზის ანომალიური ფორმა.

ასტიგმატიზმის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·                     დაქვეითებული მხედველობა;
·                     სწორი ხაზების გარუდება;
·                     თავის ხშირი ტკივილი;
·                     თვალების სწრაფი დაღლა;
·                     თვალების მუდმივი დაძაბულობა.

დიაგნოსტიკა
დიგნოსტიკისთვის ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს შემდეგ პროცედურებს:
·                     სკიასკოპიას (თვალის რეფრაქციის განსაზღვრის მეთოდი);
·                     რეფრაქტომეტრიას (თვალის ფუნქციონალური მდგომარეობის დიაგნოსტიკა);
·                     ერგომეტრიას (კუნთების მუშოაბის დონის განსაზღვრა);
·                     მხედველობის სისტემის კომპიუტერული ანალიზი.

ასტიგმატიზმის მკურნალობა
ასტიგმატიზმის სამკურნალოდ ინიშნება:
·                     სათვალე;
·                     კონტაქტური ლინზები;
·                     ექსიმერ-ლაზერული კორექცია;
·                     კერატოპლასტიკა (რქოვანას ფორმისა და ფუნქციის აღდეგნა).
ბავშვებში ასტიგმატიზმის მკურნალობისას საჭიროა ექიმის მუდმივი დაკვირვება. დისპანსერული დაკვირვება გრძელდება მხედველობის სისტების სრულ განვითარებამდე.

საშიშროება
ასტიგმატიზმის მკურნალობის დაგვიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
·                     სიელმე;
·                     მხედველობის დაკარგვა.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     თვალების ხანგრძლივად დატვირთვის გამორიცხვა;
·                     თვალების გაღიზიანების გამორიცხვა (მტვრიან და ცივ შენობაში ყოფნა);
·                     ტრანსპორტში ან წამოწოლილ მდგომარეობაში კითხვის გამორიცხვა;
·                     შენობის კარგი განათების უზრუნველყოფა (სამუშაო ადგილის);
·                     თვალის სავარჯიშოების შესრულება;
·                     ლუთეინიანი ვიტამინების მიღება.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ჰიპერკალციემია - სისხლში კალციუმის მაღალი დოზით არსებობა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ