აპათია, ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება…

0
426
#image_title

აპათია – ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხოვრებისეული მოვლენებისადმი, ახლობელი ადამიანებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, უკარება ხასიათით, ცხოვრების სიძულვილით. დაავადება არის დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი.

გამოიყოფა აპათიის შემდეგი სახეობები:
·                     პასიური აპათია – ადამიანი არ იჩენს ცხოვრებისადმი ინტერესს;
·                     აქტიური აპათია – დაავადების იშვიათი ფორმა, არ ახასიათებს შინაგანი გამოვლენები, ადამიანი ანგრევს საკუთარ თავს შინაგანად, რასაც საბოლოოდ სუიციდის მცდელობამდე მივყავართ;
·                     ტრამვატული აპათია – თავის ტრამვების შედეგად წარმოქმნილი ფსიქიკური ცვლილებები.

მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება ფიზიკური და ფსიქიკური მოდუნების შედეგად. აპათიის მიზეზებია:
·                     მძიმე, ქრონიკული დაავადებები;
·                     მუდმივი ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა;
·                     ავიტამინოზი;
·                     ძლიერი სტრესული სიტუაციები;
·                     თავის ტრამვები;
·                     ენდოკრინული სისტემის დარღვევა;
·                     ნარკო ან ალკოჰოლური დამოკიდებულება.

აპათიის სიმპტომები
აპათიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·                     დათრგუნული განწყობა;
·                     მარტოობის განცდა;
·                     გაძლიერებული შიშები;
·                     მეხსიერების ჩავარდნა;
·                     თავბრუს ხვევა;
·                     შენელებული რეაქცია;
·                     საერთო სისუსტე;
·                     კონცენტრაციის დარღვევა;
·                     დაბნეულობა.

ქცევის დონეზე დაავადება გამოხატება:
·                     ყოველდღიურ საქმიანობასა და სამუშაოზე უარის თქმით;
·                     სხვა ადამიანების საზოგადოებაში ყოფნაზე უარის თქმით;
·                     დადებითი ემოციების მომტან საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმით.

დიაგნოსტიკა
იმისათვის, რომ დადგინდეს აპათიის მკურნალობის მეთოდი ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს საერთო დათვალიერებას, ესაუბრება პაციენტს, რის საფუძველზეც ურჩევს ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს.

აპათიის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·                     ტრანკვილიზატორებს;
·                     ნეიროლეპტიკური პრეპარატებს;
·                     დეჰიდრატაციულ თერაპიას;
·                     მასტიმულირებელ პრეპარატებს;
·                     ვიტამინოთერაპიას.
პაციენტებისთვის რეკომენდირებულია:
·                     ფიზიკური ვარჯიშები;
·                     საეურთიერთობო წრის, სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა;
·                     საინტერესო საქმის მოძებნა.

საშიშროება
თუ დროულად არ იქნება დადგენილი აპათიის მკურნალობის პირობები, ეს გამოიწვევს დეპრესიას. ხანგრძლივმა აპათიამ კი შეიძლება ადამიანი სუიციდის მცდელობამდე მიიყვანოს.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·                     თავის ტრამვის მქონე ადამიანები;
·                     ნარკო ან ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე ადამიანები;
·                     გაზრდილი მგრძნობელობის მქონე ადამიანები;
·                     ადამიანები ემოციონალური ლაბილობით (ხასიათის სწრაფი ცვლილების ტენდენციის ქონა ნებისმიერ სიტუაციაში).

პროფილაქტიკა
აპათიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     სუფთა ჰაერზე დიდი დროის გატარება;
·                     სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·                     კომბინირებული კვების ქონა;
·                     სპირტიან სასმელებზე უარის თქმა;
·                     რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ