ამენორეა – შვილოსნობის პერიოდში (16-45 წელი) მენსტრუაციის არქონა 6 თვის მანძილზე. ამენორეა თან ახლავს ფეხმძიმობას, ასევე მას შეიძლება ახლდეს ორგანიზმის მუშაობის მოშლის სხვა ნიშნები.
გამოყოფენ ამენორეის პირველად და მეორად სახეობას:
· პირველადი ამენორეა – როცა ქალს არასოდეს ჰქონია მენსტრუაცია;
· მეორადი – როცა მენსტრუაცია შეწყდა პათოლოგიების გაჩენის შემდეგ.
მიზეზები
ამინორეა იყოფა ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ტიპად, რაც დამოკიდებულია მისი წარმოშობის მიზეზზე.
ფიზიოლოგიური:
· ასაკობრივი – გვიან სქესობრივი მომწიფების ან ადრეული კლიმაქსის დროს მენსტრუაციის არქონა;
· ამენორეა ფეხმძიმობის დროს (ლაქტაციური ამენორეა) – ნორმალური მდგომარეობა;
· მენტსრუაციის არქონა შინაგანი სასქესო ორგანოების ამოკვეთის ან სპეციალური მედიკამენტოზური თერაპიის ჩატარების გამო.
პათოლოგიური ამენორეა იყოფა ნამდვილ და ცრუ ფორმად:
· ნამდვილი – როცა დარღვეული ოვულაციური ციკლი სომატიკური დაავადებების ფორმით ან ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა (დაუნის სინდრომი, ტერნერი, ონკოლოგიური დაავადებები, ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის ფუნქციების დარღვევა, სტრესი, ანორექსია);
· ცრუ – როცა მენსტრუალური ცკლის წყვეტა არ არის, ხოლო მისი შეწყვეტის მიზეზს წარმოადგენს სასქესო ორგანოების ანომალიური განვითარება, რაც ხელს უშლის სისხლის გამოდენას.
ამენორეის სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომები: მენსტრუაციის განუსაზღვრელად არ ქონა, უნაყოფობა, ზოგჯერ შეინიშნება სიმსუქნე, მასკულინიზაცია, ჰირსუტიზმი, შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
თუ ქალს აღენიშნება მენსტრუალური ციკლის არქონა ფიზიოლოგიური მიზეზების გარეშე, ტარდება ორგანიზმის სრული გამოკვლევა ორგანოების და სისტემის მუშაობის ხარისხის შესამოწმებლად.
ამენორეას მკურნალობა
ამენორეის მკურნალობის ვარიანტები დამოკიდებულია მისი წარმოშობის მიზეზზე:
· ნამდვილი ამენორეას მკურნალობისას მიმდინარეობს მისი გამომწვევი დაავადებების მკურნალობა;
· ცრუ ამენორეას არსებობის შემთხვევაში ხდება სასქესო გზების გამავლობის აღდგენა და ფიზიოლოგიური დაბრკოლებების მოცილება სისხლის გამოდევნისთვის.
კომპექსურ თერაპიას ექვემდებარება როგორც პირველადი, ისე მეორადი ამენორეა. მკურნალობა, როგორც წესი წარმატებით მიმდინარეობს, თუ ორგანიზმში არ განვითარდა გაუთვალისწინებელი ცვლილებები.
საშიშროება
აღნიშნული პათოლოგიის მკურნალობის გარეშე დატოვება იწვევს უნაყოფობას.
რისკის ჯგუფი
· პირები, რომლებსაც აქვთ გენეტიკური, ნერვო-ფსიქიკური ან შეძენილი სომატიკური დაავადებები;
· ქალები, რომლებსაც გადატანილი აქვთ რთული მშობიარობა ან ფეხმძიმობის შეწყვეტა გვიან პერიოდში.
პროფილაქტიკა
· აბორტების გამორიცხვა (აბორტებისა და მძიმე მშობიარობის შემდეგ მეორადი ამენორეა ხშირია);
· ქრონიკული დაავადებების მკურნალობა – როგორც ქალის სასქესო ნაწილის, ასევე ნებისმიერი სხვა შინაგანი ორგანოების.