ალკოჰოლური ჰეპატიტი

0
212
xr:d:DAGCAK4jeKw:21,j:8793702690041674180,t:24041009

ალკოჰოლური ჰეპატიტი (ცხიმოვანი ჰეპატიტი, ალკოჰოლური სტეატონეკროზი) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ქსოვილის დამაზიანებელი ანთებითი პროცესი. წარმოიქმნება ალკოჰოლით ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების შედეგად. გამოიყოფა დაავადების ქრონიკული და მწვავე ფორმები.

მიზეზები
ალკოჰოლით ტოკსიკური მოწამვლა იწვევს ღვიძლის ანთებას და მისი უჯრედების კვდომას, რომლებიც ირევა ფიბროზულ ქსოვილთან. მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტის ძირითადი მიზეზია ალკოჰოლის გამოყენება. ალკოჰოლის მიღება შეიძლება იყოს ერთჯერადად და დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი. დაავადების განვითარებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         არასწორი კვება (ცილების არასაკმარისად მიღება);
·         სიმსუქნე;
·         ჰეპატოტროპული ვირუსებით დაინფიცირება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         თვალის კაკლების ლორწოვანი გარსის გაყვითლება;
·         დეპრესიული განწყობა;
·         მადის დაკარგვა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         ტკივილი ჭიპის არეში;
·         კიდურების მგრძნობელობის დარღვევა;
·         ტახიკარდია;
·         სხეულის მასის მკვეთრი დაკლება;
·         არტერიული წნევის დაწევა;
·         სახეზე და ტანზე სისხლჩაქცევების გაჩენა;
·         ჰემატომების გაჩენისკენ მიდრეკილება;
·         ყურქვეშა სანერწყვე ჯირკვლების გადიდება.

დიაგნოსტიკა
ალკოჰოლური ჰეპატიტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპათოლოგი. მკურნალობის დასადგენად ის ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
·         კოაგულოგრამას;
·         შარდის და კალას საერთო ანალიზს;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას;
·         ღვიძლის ბიოპსიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         დეზინტოკსიკაციურ ხსნარებს;
·         გლუკოზისა და ვიტამინების ხსნარებს;
·         იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;
·         ჰეპატოპროტექტორებს;
·         ნაღვლის ბუშტის პრეპარატებს;
·         ღვიძლის ტრანსპლანტაციას (რთულ შემთხვევებში).

დიეტა
მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა №5, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:
·         მარცვლეული, პური;
·         ცხიმიანი ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი და მათგან მომზადებული წვნიანები;
·         მოხარშული კვერცხი;
·         მჟაუნა, ხახვი, ისპანახი;
·         ბოლოკი;
·         კონსერვები, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტი;
·         ხილისა და კენკროვანების მჟავე სახეობები;
·         ნაყინი, შოკოლადი;
·         მდგოვი, წიწაკა;
·         კაკაო, მაგარი ყავა;
·         გაზიანი სასმელები;
·         სპირტიანი სასმელები.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;
·         ღვიძლის უკმარისობა;
·         ნაღვლის ბუშტის გზების დაზიანება.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ალკოჰოლზე უარის თქმა;
·         დაბალანსებული კვების დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ