ათერომა არის კანის ქონის ჯირკვლის რეტენციული კისტა, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობით.
ათერომა – ეს არის ცხიმიანი ჯირკვლის კისტა, რომელიც შევსებულია ხაჭოსებრი შიგთავსით და აქვს უსიამოვნო სუნი. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე შეიძლება სხულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, სადაც არის ცხიმიანი ჯირკვლები, მაგრამ ლოკალიზაციის ყველაზე ხშირი ადგილებია: სახე, ყელი, ზურგი, თეძოები, ფეხები. ზოგჯერ ერთდროულად რამოდენიმე ასეთი კისტა წარმოიშობა. დაავადება აღენიშნებათ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს.
წარმოიქმნება სხეულის ნებისმიერ ადგილზე, სადაც იზრდება თმა, თუმცა უპირატესი ლოკალიზაციაა თავის, სახის (განსაკუთრებით პირის ქვემოთ), ზურგის, კისრის კანის, სასქესო ორგანოების მიდამო. ისინჯება ზედაპირულად განლაგებული მკვრივ-ელასტიური წარმონაქმნი მკვეთრი კონტურებით, მოძრავი, წარმონაქმნის ზემოთ კანი არ ნაოჭდება. კანზე წარმოქმნის ცენტრთან ახლოს ზოგჯერ მკვეთრად ისახება გაფართოებული ობტიერისებული გამომტანი სადინარი. დიფერენზიებული დიაგნოზი ტარდება ეპითელურ ცისტებთან, რბილი ქსოვილების სიმსივნეებთან ( ფიბრომებთან, ლიპომებთან).
მიზეზები
ათერომის წარმოშობის ძირითადი მიზეზებია:
· ცხიმიანი ჯირკვლების გამტარობის დახშობა;
· თმის ფოლიკულის შეშუპება;
· ჯირკვლის სადინარების დამაზიანებელი ტრამვა;
· მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ტესტოსტერონის მაღალი დონე, კანის მაღალი ცხიმიანობა.
ათერომას სიმპტომები
პირველად ათერომას აქვს შემდეგი სიმპტომები:
· კანქვეშ ხდება მსხვილი წარმონაქმნის პალპაცია. მისი ზომები ვარირებს ლობიოს მარცვლიდან თხილის ზომამდე;
· ახასიათებს ტკივილი, სიწითლე, სხეულის ტემპერატურის აწევა;
მეორადი ათერომა, რომელსაც ასევე უწოდებენ ცხიმოვანი ჯირკვლების რეტენციულ კისტას, წარმოიქმნება სახეზე, ცხვირის ნესტოებზე, ზურგზე და დუნდულებზე. ეს ათერომა მოლურჯო ფერისაა და ფარულად წყლულში გადადის.
დიაგნოსტიკა
დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება კანის ავთვისებიანი წარმონაქმნებით, კარბუნკულით და აბსცესით.
ათერომას მკურნალობა
როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა, წყვეტს მხოლოდ ექიმი. არსებობს რამოდენიმე ქირურგიული მეთოდი, რომლის მიხედვითაც ტარდება მკურნალობა:
· ათენორმას მოცილების პირველი მეთოდი: ხსნიან წანაზარდს, გამოდევნიან შიგთავსს, შემდეგ აცილებენ კისტის კაფსულას;
· მეორე მეთოდი: კისტას კვეთნ გარსთან ერთად;
· მესამე მეთოდი: ფრთხილად კვეთენ ათერომას გარსთან ერთად ჯანმრთელი კანის ფარგლებამდე.
ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ათერომას მოკვეთა, ტარდება ადგილობრივი გაუმტკივარებით. ოპერაციის ღირებულება დამოკიდებულია შერჩეულ მეთოდზე, ათერომას ზომასა და მისი ლოკალიზაციის ადგილზე.
დიეტა
რეციდივირებადი ათერომას შემთხვევაში საჭიროა დიეტის დაცვა ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცირებით.
საშიშროება
· ათერომები ხშირად წყლულდება. ამის მიზეზი არის ის ცხიმიანი ჯირკვლები, რომლებიც შესანიშნავი ადგილია ლპობითი მიკრობების გასამრავლებლად;
· მკურნალობის გარეშე წანაზრდი იზრდება და აზიანებს კანის ჯანსაღ ნაწილს;
· სიმსივნე შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიანში.
რისკის ჯგუფი
· მამაკაცები 20-35 წლის ასაკში (ნივთიერებათა ცვლის განსაკუთრებულობის გამო);
· ავადმყოფები, რომლებსაც აღენიშნებათ კანის სებორეული ცვლილება და ჭარბი ჩირქოვანი გამონაყარი;
· ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ცხიმიან და შემწვარ საკვებს.
პროფილაქტიკა
· სახის კოსმეტიკური წმენდა – საუკეთესო პროფილაქტიკაა ჯირკვლების ბლოკირება;
· პირადი ჰიგიენის დაცვა;
· ცხიმიანი საკვების გამოყენების შემცირება.