კვირა, მაისი 25, 2025
მთავარისხვა-ამბებისახელმწიფო სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

სახელმწიფო სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები აღარ ანაზღაურდება – დადგენილებას, რომელიც ძალაში 29 თებერვალს შევიდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დადგენილების მიხედვით, შესაბამისი ცვლილებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. სუროგატი დედების მშობიარობას სახელმწიფო 2013 წლის 21 თებერვლიდან აფინანსებდა.

პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავდა სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს, რომლის განხილვაც ხმაურიანი მსჯელობების შემდეგ დროებით შეჩერდა.

სუროგაციის შესახებ კანონის განხილვა საგაზაფხულო სესიებზე გაგრძელდება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  გოგრა - განძი ბავშვის ორგანიზმისათვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights