შაბათი, იანვარი 24, 2026
მთავარიUncategorizedურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ქართველი ექიმების მორიგი წარმატება და გადარჩენილი სიცოცხლე

ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ქართველი ექიმების მორიგი წარმატება და გადარჩენილი სიცოცხლე

14 წლის მო­ზარდს იშ­ვი­ა­თი პა­თო­ლო­გია და­უდ­გინ­ეს. ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და,  მოზარდი “ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის” სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ მუც­ლის მწვა­ვე, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბით და ღე­ბი­ნე­ბით, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა.

ად­გილ­ზე, მო­რი­გე ქი­რურ­გის, მალ­ხაზ გვა­სა­ლი­ას მიერ სწო­რად და დრო­უ­ლად შე­ფას­და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, ჩა­უ­ტარ­და მა­შინ­ვე სა­ჭი­რო დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და და­უდ­გინ­და პი­ლო­რუ­სის პერ­ფო­რი­რე­ბუ­ლი წყლუ­ლის და პე­რი­ტო­ნი­ტის დი­აგ­ნო­ზი, რაც ბავ­შვთა ასაკ­ში საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი პა­თო­ლო­გი­აა. ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია “ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის” თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის,გოგა ბახ­ტა­ძის და მო­რი­გე ბავ­შვთა ქი­რურ­გის, მალ­ხაზ გვა­სა­ლი­ას მიერ.ოპე­რა­ცი­ი­სას ნა­ნა­ხი იქნა პი­ლო­რუ­სის დიდი ზო­მის პერ­ფო­რა­ცია, და­ნეკ­რო­ზე­ბულ, ასე­ვე დიდი ზო­მის წყლულ­თან ერ­თად.

მოხ­და წყლუ­ლის ამოკ­ვე­თა, ჩა­ტარ­და პი­ლო­როპ­ლას­ტი­კა ჰე­ი­ნე­კე-მი­კუ­ლი­ჩის მე­თო­დით, რი­თიც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქნა პი­ლო­რუ­სის სა­თა­ნა­დო გა­მავ­ლო­ბა.

“ბავ­შვთა ასაკ­ში საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა მსგავ­სი პა­თო­ლო­გია, ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი მწვა­ვე პე­რი­ტო­ნი­ტი და პერ­ფო­რი­რე­ბუ­ლი წყლუ­ლის დიდი ზომა და რთუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა. სწო­რად და დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და სას­წრა­ფო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ოპე­რა­ცი­ამ და მის შემ­დგომ­მა პე­რი­ოდ­მა ჩა­ი­ა­რა წარ­მა­ტე­ბით და გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­ე­წე­რა კლი­ნი­კი­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.” – გა­ნა­ცხა­და “ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის” თბი­ლი­სის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ბავ­შვთა ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა გოგა ბახ­ტა­ძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა არის თავბრუსხვევა - რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights